„ყველას! ყველას! ყველას!“, - „ასავალ-დასავალი“ ჟურნალისტის დაბლოკვას აპროტესტებს
26 მარტი 18:51
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პრემიერის პრესკონფერენციაზე გაზეთის ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელს, კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.
"ყველას! ყველას! ყველას!
26 მარტს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მიზანმიმართულად დაბლოკეს „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და რამდენიმე მედიასაშუალება. პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ უფლება, დაესვათ უაღრესად აქტუალური შეკითხვები, რომლებიც ეხება უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში კორუფციისა და საბოტაჟის ფაქტებს. აშკარა გახდა, რომ „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი გარიგებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან მომზადდეს ახალი ხავერდოვანი გადატრიალება, რომელსაც ქვეყანა და მოსახლეობა უკვე ვეღარ გადაიტანს. ვთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და ჩაშალოს ავანტიურისტთა მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! „ასავალ-დასავალი“ შეუვალი იქნება ქართველი ხალხის მოღალატეებისა და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში! "- „ასავალ-დასავალის" აღნიშნული განცხადება სოციალურ მედიაში ვრცელდება.
http://news.ge/ge/news/story/129061-yvelas...vas-aprotestebs100K ვალი 130K-ად უქცია ზოგიერთებს, მართლაც მოხერხება უნდა
This post has been edited by The13thFloor on 26 Mar 2015, 19:21