მოკლედ: სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ ქურდის მფარველი, პოლიციელს დევნიან, რომელმაც, საია-ს თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებდა.
შესაბამისი "განსხვავებული აქცენტების" ლინკე (ქურდების მფარველობა).
„ჩემი სურვილით მივაწოდე გამოძიებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია იმ მრავალჯერადი კანონდარღვევების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ უმაღლესი სახელმწიფო პირები, პოლიციის ხელმძღვანელები ქურდულ სამყაროსთან შერწყმაში. ეს ინფორმაცია მათ უკვე გააჩნიათ და კეთილი უნდა ინებონ და ამ საქმეებზე უნდა აღიძრას ცალკე სისხლის სამართლის საქმეები“, - განაცხცადა თარგამაძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, მან პროკურატურის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ, მათ შორის პრემიერმინისტრის დაცვის უფროსის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვის უფროსის, აჭარის პოლიციის სამმართველოს და საპატრულო სამსახურის ყოფილი უფროსების, მათი ზოგიერთი მოადგილეების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დარბაისელის, ასევე ვიცეპრემიერ კალაძის შესახებ.
„პრაქტიკურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა არის ჩართული ქურდულ-სახელისუფლო-პოლიციური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა დეპუტატმა.
ნაკადულე (ტაბულა)