საცობები, დაზიანებული გზები, ე.წ. ორმოების სიმრავლე და უკმაყოფილი მძღოლები – თბილისის გზებზე არსებული პრობლემების მოწესრიგება დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მერიის მოქმედი თუ ყოფილი ხელმძღვანელობის არაეფექტური მუშაობის სავალალო შედეგი – ვისი ბრალეულობა იკვეთება შექმნილ ვითარებაში? – გასული წლის გაზაფხულზე დავით ნარმანიამ, რომელიც მაშინ მერობის კანდიდატი იყო, დედაქალაქის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა საბოტაჟში დაადანაშაულა
რას აცხადებდა მაშინ დავით ნარმანია: “გზები ის თემაა, რომელთა მიმართებაში შეგნებულ საბოტაჟს ეწევა დედაქალაქის ხელისუფლება. მათ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მოეგვარებინათ გზების პრობლემა და ჯერ კიდევ იანვრიდან უნდა დაეწყოთ გზების მოწესრიგებაზე ზრუნვა, გამოეცხადებინათ ტენდერები და ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ სწრაფადვე უნდა მოეხდინათ გზების რეაბილიტაცია, narmaniრასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ
დავით ნარმანიას საპასუხოდ დედაქალაქის მერიის იმჟამინდელი წარმომადგენლები საკრებულოსკენ თითს იშვერდნენ და მიზეზად დედაქალაქის ბიუჯეტის არქონას ასახელებდნენ.
საკრებულოს წარმომადგენელი ჯაბა სამუშია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებდა და ამბობდა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, თბილისის ბიუჯეტში იყო თანხები დაზიანებული გზების რებილიტაციისთვის.
იმ პერიოდის მანძილზე ქალაქის ბიუჯეტის საკითხი დედაქალაქის თვითმმართველ ორგანოსა და თბილისის მერიას შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქის გზების არასახარბიელო მდგომარეობა დიდიწილად სწორედ მაშინ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგია.
როცა ოპონენტები ურთიერთბრალდებების რეჟიმზე იყვნენ გადასულები, დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსავლელად არავის ეცალა.
გზების სპეციალისტებითს თქმით, დაზიანებული მონაკვეთებზე შესაბამისი სამუშაოების დროულად არ ჩატარებამ დაზიანებები კიდევ უფრო საგრძნობი გახადა.
კაპიტალურად დაგებული გზის ექსპლუატაციის ვადა მინიმუმ ათი წელია, თუმცა დაზიანების წარმოქმნის შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირება კიდევ უფრო მძიმე სურათს იძლევა.]
http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A...83%92%E1%83%9D/
მიმაგრებული სურათი