გერმანიაში ბორდელების ტესტირებაზე ვაკანსია გამოცხადდა
28 მარტი 19:20688
Kaufmich-ის ვებგვერდი
ტელეკომპანიის CNBC ცნობით, გერმანიის სექსინდუსტრიის თანამშრომელთა და კლიენტთა სოციალურმა ქსელმა Kaufmich გამოაცხადა ვაკანსია თანამდებობაზე, რომლის მოვალეობაშიც ბორდელების ტესტირება შედის. ამ თანამდებობაზე მიიღება როგორც მამაკაცი და ისე ქალი. კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან სასტუმრო ბიზნესის სფეროში. აუცილებელ პირობას ასევე წარმოადგენს და ბორდელებში სტუმრობის გამოცდილება.
როგორც Kaufmich-ის წარმომადგენელმა განაცხადა, შემფასებელმა პირადად უნდა შეამოწმოს ბერლინის ბორდელების სექსმომსახურეობის ხარისხის შემოწმება და ამისათვის „სექსით“ დაკავება მოუწევს.
თუმცა Kaufmich-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სექსი ახალი თანამშრომლის მოვალეობების მხოლოდ ნაწილია. მისი მთავარი ამოცანაა მთლიანად ბორდელის მუშაობა შეაფასოს და შექმნას სექსინდუსტრიის სარეიტინგო სისტემა. კანდიდატს თავიდან ბერლინში მოუწევს მუშაობა, თუმცა შემდეგ მის ამოცანაში შევა მთელი გერმანიის ბორდელების ტესტირება და რეიტინგის შედგენა.
„ჩვენ გვინდა ვიქცეთ ბორდელების ერთგვარ გზამკვლევად. ჩვენ კლიენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დარწმუნდნენ ხარისხში, მანამ სანამ ბორდელში წავლენ. ისევე როგორც სასტუმროს დაჯავშნამდე თქვენ ამოწმებთ ტურისტების გამოხმაურებას“, - განაცხადა სექსინდუსტრიის სოციალური ქსელის წარმოამდგენელმა.
Kaufmich „ბორდელების ექსპერტის“ ხელფასს არ ახმაურებს.
http://news.ge/ge/news/story/129261-german...ia-gamotskhadda