მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ ახალ F2P თამაშს, რომელიც ჯერ ბეტა სტადიაშია სტიმზე. ეს არის Brawlhalla, მიეკუთვნება Fighting-Brawler ჟანრს, როგორიც არის მაგალითად super smash bros. თამაშში ამჟამად არის 11 გმირი და ძირითადი აქცენტი არის პვპ ანუ ქსელური და ინტერნეტ თამაში ნამდვილ მოწინაღმდეგეებთან. არის აგრეთვე რანკ სისტემაც, თუმცა ლოლისგან განსვავებით 1V1-ია და დამოკიდებული ხარ მხოლოდ შენ თავზე და შენს "სკილზე". რაც შეეხება ბიზნეს მოდელს არის მიკროტრანზაქციები და იყიდება მხოლოდ გმირების და იარაღების სკინები, ერთი სიტყვით მხოლოდ კოსმეტიკური რაღაცეები და არანაირი P2W! როგორც ვიცი ამ ჟანრში PC-ზე თამაშები არ არის და ამით გამოირჩევა, აგრეთვე ძალიან კარგი გეიმფლეი, დახვეწილი, სწრაფი ანიმაცია და ჯოისტიკის მხარდაჭერაც აქვს. ყველა გმირს თავისი ჩხუბის სტილი აქვს და სხვადასხვა იარაღების დაჭერა შეუძლიათ. თამაში არის ძალიან კარგი გასართობი და არის საკმაოდ ჩამთრევიც. შეიძლება თქვენი ძვირფასი დრო შეუმჩნევლად გავიდეს! საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით
იხილეთ ამ თამაშის Trailer:
Gameplay review:
თამაშის ლინკი სტიმზე:
http://store.steampowered.com/app/291550 (ჯერ-ჯერობით ფასიანია, რადგან Early access არის, თუმცა Open beta-ზე გახდება უფასო)
This post has been edited by shartik on 6 Aug 2015, 00:30