დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ცინცაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდაურის, ჯანაშიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე
შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ქარელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, ბადიაურის, ახმეტის, წურწუმიას, ირბახის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში კაბელების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/127349-ub...aithisheba.htmlისედაც გადატვირთულია რს.გე

კიდევ ეს "შეზღუდვები"აკლდა?
პატრონი ყავს ამ კომპანიას?
დღეს რომ არ გათიშოს მაინცდამაინც დენი, აქამდე ვინ უშლიდათ...?
This post has been edited by HiStorian on 31 Mar 2015, 09:36