მოკლედ, ჩატარდა გამოკვლევა/გამოკითხვა მსოფლიოში ქალი ტოპ-მენეჯერების რაოდენობის თემაზე დამოუკიდებელი აუდიტორულ–კონსალტინგური ფირმების საერთაშორისო ქსელის Grant Thornton International–ის მიერ, დაიდო შედეგები, რითაც მე გარკვეული ანალიზი გავაკეთე იმის თაობაზე რა დადებითი და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაზე და ზოგადად მსოფლიოზე ქალი ტოპ-მენეჯერების პროცენტულმა ზრდამ. ალბათ დაგაინტერესებთ, რომ მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი რუსეთი აღმოჩნდა (40% ქალი ტოპ-მენეჯერი), რომლის ეკონომიკა გაპარტახებულია და მკვეთრ რეცესიას განიცდის. რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს იაპონიაში (8% ქალი ტოპ-მენეჯერი) ნუ, იაპონიის ეკონომიკურ აღმავლობაზე არაფერს დავწერ, დარწმუნებული ვარ თავადაც იცით... სხვათა შორის, საქართველოს ერთ-ერთი "კარგი" მაჩვენებელი აქვს ამ მხრივ.
მორალი: ფემინისტური მიდგომები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ, გარკვეულ წილად ამართლებს იქამდე, ვიდრე მავნებლობაში არ გადაიზრდება. ემანსიპაცია ვისიმე ყოველთვის და ყველგან საჭიროა? სად გადის ზღვარი ფენიზმით მოტანილ სიკეთესა და უკანსვლას შორის?
პ. ს. თემა ანალიტიკური ხასიათისაა, რომელიც ეხება ქალის და მამაკაცის ურთიერთობას (ფართო ჭრილში), თხოვნაა, ვისაც არ ძალუძს არგმუნეტირებული აზრის გამოთქმა, თავი შეიკავოს