boboqari
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2367
წევრი No.: 123894
რეგისტრ.: 19-November 10
|
#39867775 · 16 Feb 2014, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაიხსენეთ მერაბაშვილის ლიუბიმჩიკები და სუსტი წერტილი ხვალინდელი დღის სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში
თაკო სალაყაია-მერაბიშვილის სახელმა ამ კონტექსტში ჯერ კიდევ მაშინ გაიჟღერა, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის რექტორი მერაბ ბერაძე დააკავეს. მაშინ ბერაძის დამცველები და თავად გაურკვეველი მოტივაციით ბრალდებული ცალსახად მიუთითებდნენ, რომ რექტორი მერაბიშვილის ოჯახურ ინტერესებს ეწირებოდა. რექტორმა მინისტრის მეუღლეს, თაკოს, რომელსაც ერთი დღე არ უვლია უნივერსიტეტში, თავის დროზე დიპლომი არ მისცა და ამის გამო პროფესორი კაცი რკინის გისოსებში აღმოჩნდა _ მიუთითებდნენ რექტორის დამცველი სტუდენტები და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები.
თუმცა, მას შემდეგ მინისტრ მერაბიშვილის უფლებამოსილების ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, მეუღლის სფეროც გაფართოვდა. მერაბიშვილის მეუღლის ბუნგალოს შემოსავლიან ბიზნესზე მთელი აჭარა ლაპარაკობდა. პატრულის მობილიზებასაც ირონიული ახსნა მოუძებნეს: მინისტრმა ნახევარი პატრული საკუთარი მეუღლის ბუნგალოების დასაცავად უფრო გადაამისამართა ბათუმში, ვიდრე _ საზოგადოებრივი წესრიგისთვისო! ჩვენი აჭარელი წყაროს ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე მინისტრის მეუღლეს ბუნგალო აქვს. უფრო მართებულად, ბათუმის პოპულარული ბუნგალოს ოფიციალური მფლობელი მინისტრის მეუღლის ახლო მეგობარი, თაკო დოლაბერიძეა, ხოლო მინისტრის მეუღლე იმდენად ხშირად იმყოფებოდა ამ ბუნგალოში, რომ ფაქტობრივად, თანამფლობელი თუ არა, სერიოზული ,,კრიშაა".
შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლს ერთი სეზონურადშემოსავლიანი ბუნგალო რომ ჰქონდეს, ბექაურის ,,ბიზნესვუმენი" ცოლის მილიონიანი ტერმინალის გვერდით, რა გასაკვირია! თუმცა უკანასკნელს ისე ესმის აქციების მართვა, როგორც მის მეუღლეს ჩინური ანბანი. lool.gif აქ მთავარი პრობლემა უფრო იმაშია, რომ მერაბიშვილ-დოლაბერიძის ბუნგალო ხშირად თურმე ნარკომანების თავშეყრის ბუდედ იქცევა და იქ ,,სტაჟიან" ნარკომანებს ,,დაუდვიათ ბინა". ohmy.gif
ეს ხალხი ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ აჭარის ყოფილი ლიდერის შვილებთან ახლობლობისა და ნარკომანობის გამო შეაჩვენა. ახლა ისინი თაკო დოლაბერიძის და ავტომატურად მერაბიშვილის ფრთებქვეშ შეყუჟულები გამოდიან. დოლაბერიძისა და შესაბამისად, მერაბისვილის მეუღლის სამეგობრო წრეში შედიან აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის ვაჟის გიორგი აბაშიძის ახლო მეგობრები: გივი ჩხაიძე, გოგა დოლიძე და გოჩა ქათამაძე. უკანასკნელი, ფაქტობრივად, თაკო დოლაბერიძის მძღოლია, მოძრაობს შავი ფერის ,,ფოლკსვაგენ პასატით" ბსბ 441. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეგობარ მერაბიშვილის წყალობით თაკო დოლაბერიძე სარგებლობს პოლიციის განსაკუთრებული მფარველობით.
ბუნგალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა მიმდინარეობს, ძირითადად, იყიდება მშრალი მორფი ე.წ. ,,ელესდე" და სუბოტექსი. ერთი აბი ,,ელესდე" 15-20 აშშ დოლარად იყიდება, ხოლო ერთი აბი სუბოტექსი _ 120 აშშ დოლარად. ნარკოტიკების მოხმარება რამდენიმე ვაჭრის მეშვეობით ხდება, მათ შორის ბესიკის ქუჩიდან. ნარკოტიკები აჭარაში შემოდის როგორც სარფის საბაჟოს მეშვეობით (ძირითადად ჰეროინი და სუბოტექსი), ასევე თბილისიდან.
სამართალდამცავ სტრუქტურებს, მათ შორის ფინანსურ პოლიციასაც, ეკრძალებათ ბუნგალოში შესვლა და რაიმე მოქმედების ჩატარება, რასაც აკონტროლებს ბუნგალოს დაცვის სამსახური და ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-6 განყოფილება. ჩვენი აჭარელი წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით სამი კვირის წინ ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს თაკო დოლაბერიძის ერთ-ერთი მეგობარი, გივი ჩხაიძე, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. თუმცა, თაკო დოლაბერიძის ჩარევის შემდეგ, დაკავებიდან 15-20 წუთში ჩხაიძე ისე გაათავისუფლეს, რომ არც ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაუყვანიათ შესამოწმებლად და შესაბამისად, არც ამ შემთხვევის ოფიციალური აღრიცხვა მომხდარა.
შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვიერი განკარგულებით აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებს საერთოდ ეკრძალებათ ნარკომანიის საქმეებზე მუშაობა. (მაგალითისთვის_იანვარ-აპრილის თვეებში აჭარის შს მთავარი საამართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 28 პირი ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებისთვის, ხოლო მაისის თვიდან დღემდე _არცერთი.) მინისტრმა ეს პრეროგატივა მხოლოდ ,,სოდ"-ს გადაააბარა, სადაც უფროსის მითითებით, ზედმიწევნით იციან, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ-არა. 2005 წლის 17 აგვისტოს ,,სოდ"-ის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისიდან ჩასული პიროვნება გვარად სისაური, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი.
მან იქვე საუბარში განაცხადა, რომ ნარკოტიკი შეიძინა ბუნგალოს ტერიტორიაზე, თან დაასახელა გამსაღებელი, თუმცა ჩვენებაში, მისი თქმით, ეს მონაცემები არ დააფიქსირებინეს.
საქმეს იძიებს ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო სამსახური. შსს სტრუქტურებთან კავშირი და ინფორმაციის დაზუსტება კი მერაბიშვილის ,,სუსტი წერტილის" გურამ დონაძის წყალობით პარალიზებული გვაქვს.
თაკო დოლაბერიძის საახლობლო წრიდან სკანდალში გაეხვა მურად დიასამიძე. აღნიშნული პიროვნება წარსულში რადენჯერმეა ნასამართლევი და ნარკოტიკებთან ახლობლური დამოკიდებულებებითაა ცნობილი. ის სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს იმის გამო, რომ თაკო დოლაბერიძის მეგობარია (ადრე ის დიანა აბაშიძეს ემეგობრებოდა).
მასთან მიახლოვებაც კი ეკრძალებათ პოლიციის მუშაკებს. მურად დიასამიძე ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ბათუმის პოლიციის თანამშრომლებს დაუკავებიათ. თუმცა, ბათუმის შს სამმართველოს იმდროინდელი უფროსის, უ.ხვედელიძის მითითებით, დაახლოებით 10 წუთში გაუთავისუფლებიათ. დიასამიძის დამკავებელი პოლიციის ოპერმუშაკი კახა ურუშაძე უშუალოდ მინისტრის განკარგულებით გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან.
თაკო დოლაბერიძე ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას არ უარყოფს, რომ ბულვარში ბუნგალო ნამდვილად მისი საკუთრებაა, რომ ზემოთ აღნიშნული პირები: ჩხაიძე, ქათამაძე და დიასამიძე მისი ნაცნობ-მეგობრები არიან. თუმცა, მათ მფარველობას და ამ საქმეში მერაბიშვილის მეუღლის წვლილს არ ადასტურებს.
,,ჯორჯიან თაიმსი": თაკო ბრძანდებით, ,,ჯორჯიან თაიმსიდან" გაწუხებთ. თქვენზე ინფორმაცია გვაქვს.. _ ნამდვილად სხვაგან მოხვდით. _ თაკო დოლაბერიძე ხართ? _ კი, მე ვარ. რა გინდათ? _ ადასტურებთ თუ არა, რომ ჩხაიძეს, ქათამაძეს და დიასამიძეს იცნობთ? _ (პაუზა) კი, კი ვიცნობ. ბათუმელები არიან და წლებია ვიცნობ. ასე ვიცნობ მე 80 პროცენტს ბათუმში. _ ალბათ ისიც იცით, რომ ძირითადად, ისინი გიორგი აბაშიძის მეგობრები იყვნენ. _ მერე რა, რა პრობლემაა? _ ჩვენი ინფორმაციით, გივი ჩხაიძე, რომლისთვისაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩენიათ, თქვენი უშუალო ჩარევის შემდეგ, 15 წუთში, გაუთავისუფლებიათ პოლიციელებს, თქვენი თაკო მერაბიშვილთან მეგობრობის წყალობით. _ (პაუზა ხანგრძლივი) პირველად გავიგე ეს ინფორმაცია თქვენგან. რახან თაკო მერაბიშვილთან ვმეგობრობ, როგორ უნდა გავათავისუფლო? _ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეა და თქვენი მეგობარი. _ როგორ შემიძლია, ჩემო კარგო, მითხარით რააა? პირველად მესმის მათი აყვანის შესახებ. _ ნარკოტიკებზე დაკავებული მოქალაქე სისაური აცხადებდა, რომ მან ბუნგალოს ტერიტორიაზე იყიდა ნარკოტიკები. როგორც გვითხრეს, ნარკოტიკი სწორედ თქვენს ბუნგალოში შეიძინა. შესაძლებელია, თქვენს ბუნგალოში ნარკორეალიზაცია მომხდარიყო? _ არა, გენაცვალე, პირველად მესმის? ჩემი ბუნგალოს ტერიტორიაზე თუ ხდებოდა, მაშინ რატომ არ აიყვანეს, თუ ასე იყო?! (აი, სწორედ ამაში უნდა იყოს ძაღლის თავი და მერაბიშვილის ცოლის გავლენები დამარხული). ჩემთან არავინ არ მოსულა და არავის არაფერი უკითხავს. რომ ვიცოდე, რომ ვინმე ჩემს ბუნგალოში წამალს ყიდის, სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ჩემგან პირადად".
პ.ს. ყველა დროში ყოველ გავლენიან მინისტრს თავისი სისუსტეები ჰქონდა. ვანო მერაბიშვილსაც აქვს სუსტი წერტილები: გურამ დონაძე და მეუღლის გარემოცვა!
|