https://youtu.be/Ddu2LW5vWzsდღეს წიწამურთან მდებარე ილია ჭავჭავაძის მემორეიალთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 23 წლის აღსანიშნავად, საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
პირველი ქვეითი ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
http://goodnews.on.ge/news/278-pirvel-msub...celi-sheusrulda