ნუ პროცესორიში სისტემურ ბლოკს გულისხმობ ალბათ ადვილი არ იქნება იმიტო რო ძალიან ბევრი იქნება საწერი
ძირითადი ნაწილები არის
CPU
RAM
mother board
GPU
hard drive
Power supply
power supply მთელ სისტემას ამარაგებს ელექტრო ენერგიით 12 ვოლტი და 5 ვოლტი 3.3 ვოლტიც მოდის მარა მგონი აღარ იხმარება არსად თითქმის
mother board(დედაპლატა) არის უბრალოდ დამაკავშირებელი მოწყობილობა რომელიც კომპიუტერში აკავშირებს ყველაფერს ერთმანეთთან
CPU ცენტრალური პროცესორია რომელიც აკეთებს თითქმის ყველა ოპერაციას რაც კომპიუტერში კეთდება
hard drive ან SSD არის დამმახსოვრებელი მოწყობილობა რომელიც ინფორმაციას ინახავს კომპიუტერის დენიდან გამორთვის შემდეგაც მაგრამ უარყოფითი მხარე აქვს ის რომ არის საკმაოდ ნელი იმდენად ნელი რო კომპიუტერის დანარჩენი ნაწილები შეუძლია შეაფერხოს ამიტომ ამისთვის იხმარება ram
ram არის მეხსიერება რომელშიც მონაცემები იკარგება დენის გამორთვის შემდეგ მაგრამ აქვს მაღალი სიჩქარე ძირითადი მეხსიერებიდან ram ში იწერება ის ინფორმაცია რასთანაც კონკრეტულ მომენტში ვმუშაობთ და ხდება ram თან მუშაობა
GPU ვიდეო კარტა გრაფიკული სამუშაოებისთვის არის ეგრედ წოდებული გრაფიკული ამაჩქარებელი ცენტრალურ პროცესორს გრაფიკული სამუშაოების როგორიცაა ხაზვა ხატვა 3D მოდელირება და თამაშები კარგად არ ეხერხება ამიტომ გამოიყენება ვიდეო კარტა რომელიც ხატავს გრაფიკებს მაგრამ თამაში მაინც პროცესორში ეშვება ყველაფერი რაც თამაში მოქმედებები ხდება პროცესორის მიერ მუშავდება ვიდეო კარტა მხოლოდ ხატავს
აი უხეშად და მოკლედ ასეა დაახლოებით

და დალშე რო ჩავეძიოთ კიდე ვიდეო კარტა თავისი ცალკეული ელემენტებისგან შედგება პროცესორიც დედა პლატაც და ასე შემდეგ
This post has been edited by Snes on 31 Mar 2015, 19:44