#43512787 · 21 Jan 2015, 00:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, მაქვს მიწის ნაკვეთი, ცხვრებისათვის განკუთვნილი საძOვრად, მაგრამ მაქვს მეორე ნაკვეთიც, სადაც უნდა გადავიყვანო და ეზოში 3 ჰექტარი მრჩება, მინდა გავალამაზო, ვაზით ლამაზი ტალავერი და ასე შემდეგ, მაგრამ ერთI კუთხე მინდა მივუჩინო მალინას, როგორც წავიკითხე მალინაზე არ აქვს ძალიან დიდი პრეტენზიები ნიდაგის მჟავიანობაზე, მაგრამ მაინც მინდა გავიგო წინასწარ, რას შეიძლება ველოდე მისგან, არის სავარაუდოდ მჟავე ნიადაგი, დასავლეთშIა აჯამეთის ნაკრძალის ტერიტორიაზე, უხვ ნალექიანი ადგილია და ნესტიანი, ამიტომ მინდა გავიგო ნიადაგის მჟავიანობის ზომა. ასევე მინდა ეზოში საცდელად 30-40 თხილის ნარგავი გავაკეთო, ამასაც არ უყვარს მაინცადამაინც მჟავე ნიადაგი, მეც დავინტერესდი და მინდა გავზომო.
იქნებ ვინმე გამოცდილმა ადამიანმა იცოდეს ნიადაგის მჟავიანობის გაზომვა როგორ შეიძLება, ლაბორატორიები მაინცადამაინც არ გვაქვს იმერეთში, მითUმეტეს ზესტაფონში, ათასი ხერხი არის ხოლმე და შეიძლება რაიმე სახლის პირობებშიც არსებობდეს ხერხი, რითაც მიახლოებით მაინც გავიგებ რა დონის მჟავიანობა აქვს ნიადაგს.
როგორც ვიცი ნიადაგის PH იზომება 1-დან 14-მდე და ნეიტრალურ ნიადაგად ითვლება PH-ის ზომა 7, ამაზე ზევით ტუტიანი ნიადაგია, 1-დან 7-მდე მჟავე ნიადაგი. ხოდა ამ ნიშნულში მინდა გავერკვე სად არის ჩემი ნიადაგის მჟავიანობის ზომა მოთავსებული.
იქნებ დამეხმაროთ და სახლის პირობებშI ამის გარკვევის საშუალებები მიმითითოთ.
This post has been edited by shuma89 on 21 Jan 2015, 00:50
--------------------
პიზდაგალზებს აქვთ ეგ
მაგას აუწევ და Fსიო ვეღარავინ გეწევა
|