საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და
არქიტექტურული ფორუმის ერთობლივი ორგანიზებით, 15-19 აპრილს, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში” გაიმართება. აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება და მისი მიზანი არქიტექტორების მაქსიმალური ჩართულობაა ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში. აგრეთვე კრეატიული და ინოვაციური იდეებისა და აზრების განვითარება/მხარდაჭერა და რეალური პროტოტიპების შექმნაა. პროექტის ფარგლებში არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრებისაგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ორგანულ არქიტექტურასა და განათების თემაზე შექმნილი ინსტალაციებით შეეჯიბრებიან. აგრეთვე მათ მიეცემათ საშუალება ინსტალაციების შექმნის პროცესში გამოიყენონ ინოვაციების სააგენტოს მიერ შექმნილ სამრეწველო ლაბორატორიაში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა Laser Cutter და CNC.
ღონისძიების განმავლობაში, აგრეთვე გაიმართება არქიტექტორების, დეველოპერული კომპანიების, ფოტოგრაფების, თეორეტიკოსების, დიზაინერების და ხელოვნების სხავდასხვა დარგში მოღვაწე სპეციალისტების ლექცია-სემინარები და პრეზენტაციები ორგანულ არქიტექტურასთან დაკავშირებით. გუნდების დაჯილდოება.
ბმულები:
ღონისძიების FB ლინკირეგისტრაციის ფორმა
გისურვებთ წარმატებას!
This post has been edited by DeveloperX on 1 Apr 2015, 12:20