გთხოვთ წაიკითხოთ და ისე მისცეთ ხმა!
როგორც ამომრჩეველი, შეიარაღებული ძალების რიგითებით კომპლექტაციის როგორ ტიპს დაუჭერდით მხარს? საუბარია რ ი გ ი თ შემადგენლობაზე. გთავაზობთ 4 ვარიანტს:
აქტიური რეზერვი - მომზადებული მოქალაქე რომელიც 24-48 საათში მივა ქვედანაყოფში
პასიური რეზერვი - მომზადებული მოქალაქე რომელსაც სრული მობილიზაციის დროს დაუძახებენ
კადრირებული - ანუ დანაყოფი დაკომპლექტებული ოფიცრებით და სერჟანტებით, რიგითების გარეშე, რიგითები მიდიან ნაწილში სწავლების, ან ომის დროს.
ტერიტორიული დაცვა - დანაყოფი, რომელი მიბმულია რიგითების საცხოვრებელ არეზე.
1). სრულად საკონტრაქტო/კარიერული (საქართველო 2016 წ-დან)ანუ ოფიცერი, სერჟანტი და რიგითი იქნება კონტრაქტზე. აქტიური რეზერვი დაკომპლექტდება მხოლოდ ყოფილი საკონტრაქტოებისგან. დიდი ალბათობით ამ ეტაპზე ასე აპირებენ ჩვენი არმიის მოწყობას.
ესაა "დაქირავებული ჯარისკაცის, ანუ გიხდი და უნდა დამიცვა!" კონცეპცია.
2). სრულად ნებაყოფლობითი/სამოხალისეო (ესტონეთი)ანუ ოფიცრების, სერჟანტების და რიგითების რეგულარული ნაწილები კონტრაქტზე (100% საკონტრაქტოა რეგულარული ძალა), ხოლო რეზერვს მოამზადებენ მხოლოდ მოხალისეებისგან, რომლებიც არ მოწყდებიან ძირითად სამოქალაქო საქმიანობას და ჩაირიცხებიან ტერიტორიული დაცვის კადრირებულ ნაწილებში. მომზადება მოხდება სამოქალაქო ცხოვრებისგან მოუწყვეტლად.
ესაა "ვისაც ხალისი აქვს ის იომებს" კონცეპცია.
3). ტოტალური გაწვევითი (შვეიცარია)ანუ ოფიცრების და სერჟანტების ნაწილი კონტრაქტზე და რიგითების ძირითადი მასა სავალდებულო სამსახურის შემდეგ (1-2 წელიწადი) ირიცხება ტერიტორიული დაცვის კადრირებულ ნაწილებში. იგივე სისტემაა ისრაელში, სადაც გაწვევა ქალებსაც ეხებათ.
ესაა "შეიარაღებული ხალხის" კონცეპცია.
4). გაწვევითი და ნებაყოფლობითი რეზერვი (ავსტრია)ანუ ოფიცრების და სერჟანტების ნაწილი კონტრაქტზეა, რიგითების მასას იწვევენ 6 თვით და დემობილიზირებულებს სთავაზობენ ორი ტიპის რეზერვს: აქტიური და პასიური. ვინც ნებაყოფლობით ირჩევს აქტიურს (მილიცშტანდი), რჩება არმიაში და ირიცხება ტერიტორიული დაცვის კადრირებულ ბატალიონში. დანარჩენებს გაიწვევენ მხოლოდ საყოველთაო მობილიზაციის დროს.
ესაა "შეიარაღებული ხალხის" და "ვისაც ხალისი აქვს ის იომებს" კონცეპციის ნაზავი.
მადლობთ!