თინა ხიდაშელი - კომპანიას, რომელიც საავიაციო ქარხანას აშენებს, საქართველოსთვის ყოფილი ხელისუფლების დროს, 35 მლნ აქვს მოგებული
15:29 01-04-2015
თინა ხიდაშელი - კომპანიას, რომელიც საავიაციო ქარხანას აშენებს, საქართველოსთვის ყოფილი ხელისუფლების დროს, 35 მლნ აქვს მოგებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც საქართველოში საავიაციო ქარხანას აშენებს , საქართველოს სახელმწიფოსთვის ყოფილი ხელისუფლების დროს, 35 მილიონი დოლარი აქვს მოგებული.
როგორც ხიდაშელმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ კომპანიის, Elbit Cyclone-ის საქართველოში შემობრუნება შეძლო, რის შედეგადაც ებრაული კომპანია საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.
დეპუტატის განმარტებით, ყოფილმა ხელისუფლებამ 2007-2008 წლებში ამ კომპანიასთან დადებული კონტრაქტი არ შეასრულა, რის გამოც იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და ქართული სახელმწიფოსთვის საერთაშორისო სასამართლოში ეჩივლა.
"საქართველოში მაღალტექნოლოგიური საწარმო შენდება. 45 დღის შემდეგ საწარმოს მშენებლობა დაიწყება და ფუნქციონირებას სწრაფად დაიწყებს. ეს არის კომპანია Elbit Cyclone, რომელიც 2007-08 წლებში იყო დაკავშირებული საქართველოსთან. ამ პერიოდში ის სამხედრო აღჭურვილობას აძლევდა ჩვენს წინა ხელისუფლებას, მაგრამ შემდგომ, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო და ეჩივლა ქართული სახელმწიფოსთვის საერთაშორისო სასამართლოში. სწორედ თქვენი და თქვენი ინვესტიციების მხარდამჭერი და წამახილებელი განწყობების დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს ბიუჯეტს ამ კომპანიისთვის 2011 წელს 35 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოში ეს დავა მორიგებით დასრულებულიყო და კიდევ უფრო არ გართულებულიყო. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა მათი უკან შემობრუნება. ერთი თვის ვადაში საბოლოო დოკუმენტები გამზადდება და ძალიან მალე დაიწყება მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტის", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კომპანია 300-მდე ადამიანს დაასაქმებს და საუბარია დასაწყისში 85 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.
"სერიოზული პროექტია მისი არსიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე საუბარია სამოქალაქო ავიაციაში ნაწილებით მსხვილ უზრუნველყოფაზე. საუბარი მიმდინარეობს, რომ სამხედრო თვითმფრინავების კუთხითაც ანალოგიური კონტრაქტი გაფორმდეს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმ აქტიური მცდელობების, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი ერთობლივად ახორციელებენ მათ შორის არა მხოლოდ ახალი ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, არამედ იმ კომპანიების ქართულ ბაზარზე დასაბრუნებლადაც, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების უგუნურობის გამო ქვეყნიდან გარბოდნენ წლების განმავლობაში", - განაცხადა ხიდაშელმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...s-mogebuli.html
ამ აკითხზე ელისო კილაძემ გააკეთა განცხადება, როგორც კილაძემ აღნიშნა ინვესტორებმა წილში არ ცასვეს ნაციონალური მოზრაობის ლიდერები. მოლაპარაკებებს დავით კეზერაშვილი აწარმოებდა
ვენდოთ ელისოს