ალექსი პეტრიაშვილი - მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა
08:41 02-04-2015
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს საკუთარ განცხადებებში დაკარგულ ინდივიდს უწოდებს.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა, მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა. ალექსი პეტრიაშვილი წუხს, რომ მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჰქვია.
ვწუხვარ, რომ მას ჰქვია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ის კიდევ უფრო ღრმად დაიკარგა იმ ბუნდოვანებაში, იმ ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში რომელშიც იმყოფება მთავრობის ფიქტიური ხელმძღვანლი, მისი ცალკეული წევრები და საკუთარ განცხადებებში აიბნა რომელსაც შეჰყურებს ჩვენი შეიარაღებული ძალები, შეჰყურებს ჩვენი საერთაშორსო პარტნიორები, საკუთარ განცხადებებში იკარგება, ეს საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდია"
პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრს კარგად მომზადება ურჩია.
"მოდით, ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, "ზარი არ ყოფილა", "ზარი იყო". "ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს", "ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის". მოვიდეს, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის მოვიდოდა დახურულ ფორმატში. ოღონდ კარგად იმეცადინოს, კარგად მოემზადოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის. ძალიან მარტივია, არ მინდა მისგან არავითარი დეტალები, გასცეს პარლამენტარებს და საზოგადოებას პასუხი", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მანანა კობახიძე - თავდაცვის მინისტრზე ასე აგდებულად საუბარი არ შეიძლება
08:42 02-04-2015

ბევრი რამ არ შეიძლება ქალბატონო "ასრულებული ოცნებების სახევ" მარა თვითონ რატომ აკეთებთ?
This post has been edited by kardinali100 on 2 Apr 2015, 11:44