
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ საღამოს გაიმართა.
კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება - ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
კანონის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.