#44220867 · 3 Apr 2015, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არსებობენ ადამიანები, რომელთაც სისხლის ლოკვა ისევე სწყურიათ, როგორც ვეფხვებს. ვისაც ერთხელ გამოუცდია ეს ძალაუფლება, ეს შეუზღუდავი ბატონობა ისეთივეზე, როგორიც თავადაა, ადამიანზე, მისივე მსგავსად ქმნილზე, ქრისტესმიერ ძმაზე,
ვისაც გამოუცდია ეს ძალაუფლება და სრული შესაძლებლობა ყველაზე უდიდესი დამცირებით დაამციროს სხვა არსება, რომელიც თავის თავში უფლის ხატებას ატარებს, ის უკვე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, როგორღაც კარგავს ძალაუფლებას თავის შეგრძნებებში
ტირანობა არის ჩვევა; მას აქვს განვითარების უნარი, ის საბოლოოდ ავადმყოფობად ვითარდება. მე იმ აზრზე ვარ, რომ მიჩვევის გამო ყველაზე საუკეთესო ადამიანი შეიძლება გაუხეშდეს და დაჩლუნგდეს მხეცის დონემდე სისხლი და ძალაუფლება ათრობს: ვითარდება გულქვაობა, ხრწნა; ყველაზე არანორმალური გარემოებები გულისა და გრძნობისათვის ხელმისაწვდომი, დასაშვები და საბოლოოდ, ტკბილი ხდება, ტირანში სამუდამოდ იღუპება ადამიანი და მოქალაქე, ხოლო ადამიანური ღირსების დაბრუნება, სინანული, ახლად შობა, თითქმის შეუძლებელი ხდება. ამასთან მაგალითი, ასეთი თვითნებობის დაშვებულობა, მთელ საზოგადოებაზეც გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურად მომხიბლავია. საზოგადოება, რომელიც ამ მოვლენებს გულგრილად უყურებს, უკვე თავადაა დასნეულებული თავის საფუძველში
ერთი სიტყვით, უფლება, რომელიც ეძლევა ერთს, რომ მან ფიზიკურად დასაჯოს მეორე, არის საზოგადოების ერთერთი წყლული, ერთერთი ყველაზე ძლიერი საშუალებათაგანი გაანადგუროს მასში მოქალაქეობრიობის ყოველგარი ჩანასახი, ყოველგარი მცდელობა და არის საზოგადოების უეჭველი და გარდაუვალი ხრწნის საძირკველი * * * დოსტოევსკი, "მკვდარი სახლის ჩანაწერები"
This post has been edited by crocodile on 3 Apr 2015, 20:57
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|