შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს
14:08 14-04-2015
 შალვა აბულაძე მკვლელობას არ აღიარებს ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მკვლელობის ნაწილში ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა. 
ამის შესახებ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აბულაძის ადვოკატმა, არჩილ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შალვა აბულაძე მხოლოდ ბრალდების იმ ნაწილს აღიარებს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება. თუმცა, ადვოკატის თქმით, ამ ნაწილშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ. 
რაც შეეხება ორი პოლიციელის მკვლელობას, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი მკვლელობა არ ჩაუდენია და არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ პოლიციას დაკავების დროს წინააღმდეგობას უწევდა. 
ადვოკატის მტკიცებით, აბულაძემ იმ ადგილიდან, სადაც იმალებოდა, იარაღი და ხელმყუმბარა ფანჯრიდან გადმოყარა და პოლიციას ჩაბარდა. 
ამასთან, ადვოკატი საუბრობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაადამიანურ მოპრყობაზე და წამებაზე. არჩილ ჩუბინიძის თქმით, შალვა აბულაძეს, როგორც სახის არეში, ასევე სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება. ადვოკატი აპირებს, რომ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს. ჩუბინიძის თქმით, დაზიანებები აბულაძეს დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე აქვს მიყენებული, თუმცა დაკავების ოქმში ეს აღნიშნული არ არის. 
"შალვა აბულაძე ამბობს, რომ ეკუთვნის აყვანის ადგილიდან ამოღებული მაკაროვის სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. ადგილზე ამოღებული "გლოკის" სისიტემის იარაღი მას არ ეკუთვნის. აბულაძე აცხადებს, რომ პოლიციელების თავდასხმაში, არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ მკვლელი თავისუფლებაზეა. შალვა აბულაძე, შეიძლება ითქვას, რომ ნაწამებია, დაკავების ოქმში კი მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერილი არ არის. მას ვიზუალურად ეტყობა სილურჯეების სახეზე და სხეულზე. ამ დრომდე გრძელდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არ გააჩნია ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ახლობლებს კი არ აძლევენ ამანათის შეგზავნის შესაძლებობას", - განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ. 
"გამოძიება გვეუბნება, რომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დღეს კვლავ მოხდა შეტაკება მკვლელობაში ბრალდებულსა და პოლიციას შორის. გამოძიება გვეუბნება ასევე, რომ ადგილზე იპოვეს ხელჩანთა, რომელშიც იდო ვითომდა პარიკი, რეალურად კი ჩანაწერში ჩანს, რომ ეს არის სპექტაკლი. კერძოდ, ასახულია, რომ ძებნილი და პოლიციელი ისვრიან სხვა მიმართულებით. გარდა პარიკისა, ვითომ აღმოაჩინეს ტანსაცმელი და წიგნები, მათ შორის ბიბლია", - აცხადებს არჩილ ჩუბინიძე. 
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-aghiarebs.htmlპატივცემულებო,არც იმას ვამტკიცებ,რომ ეს კაცი სიმართლეს ამბობს და არც იმას ვეთანხმებოდი რასაც შშს ამბობდა,რომ ეს იყო დანამდვილებით მკვლელი.ამას ვამბობ ყოველტვის,ჯერ უნდა დამტკიცდეს დანაშაულის ჩამდენის ბრალდება და მერე შეგიძლიათ იგინოთ ხოლმე.მანამდე ყველა დაკავებული უდანაშაულოა. 
This post has been edited by lasha1997 on 15 Apr 2015, 05:34