მიჯნური შმაგსა გვიქვიან, არაბულითა ენითა...
მით, რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა,
ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
კვლა ზოგსა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა

ასევე:
ხელი მიჰყო, წამოზიდნა, გრძელნი თმანი დაუფუშნა,
დაალება, დაალურჯა, მედგრად პირი მოიქუშნა,
მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,
ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული მოუშუშნა;
ფატმან ხათუნ, თვალად მარჯვე
არ ყმაწვილი, მაგრამ მზმელი...
ნაკვთად კარგი, შავგვრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი,
მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი,
დია ედო სასალუქო დასახურავ-ჩასაცმელი....