"ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ"
- გოგი თოფაძის პოზიცია საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, მსგავს განცხადებებს "მრეწველები" წლების განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ როცა საქმე პულტზე თითის მიჭერამდე მიდიოდა, ყველა დასავლურ დეკლარაციას ხელს აწერდნენ. ექსპერტი არ ვარ, რომ გოგი თოფაძის განწყობების ანალიზი გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, მისი განცხადებები აქტუალური არ არის, ის იმ ადამიანებს არ წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსს განსაზღვრავენ.
- "თავისუფალი დემოკრატები" განსხვავებულად ფიქრობენ და გოგი თოფაძეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამხმოვანებლად მიიჩნევენ. თქვენ გაქვთ პასუხი, რატომ დაარღვია გოგი თოფაძემ საგარეო კურსზე სამწლიანი დუმილი?
- "თავისუფალი დემოკრატები" ამ ბოლო დროს ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, მაგრამ რატომღაც სამი წლის განმავლობაში ასე არ ფიქრობდნენ. შეგვახსენონ ერთი შემთხვევა მაინც, როცა მინსიტრთა კაბინეტში საგარეო მიმართულებით უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებს თავად ხელმძღვანელობდნენ და პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან პრობლემა შეექმნათ. თუ ასეთ მაგალითს ვერ ასახელებენ, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორაობაა, რაშიც მათ ვერ ავყვები.
- "რესპუბლიკელებს" ღიად დაუჭირეთ მხარი, როცა ისინი კოალიციას ტოვებდნენ. დღეს ამ პარტიის მიმართ სოლიდარული აღარ ხართ?
- ზოგადად, არ მომწონს, როცა მუშტებს ბრძოლის შემდეგ იქნევენ. როცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას ტოვებდნენ - ვისაც არ ეზარებოდა, მათი ლანძღვა დაიწყო. ასეთ დროს აუცილებლად ამ ადამიანების გვერდით ვიქნები, მაგრამ, მიმაჩნია, რომ როცა წლების განმავლობაში, ერთ გუნდში ყოფნისას პრეტენზიები არასოდეს გქონია და ხელებს მხოლოდ წასვლის შემდეგ იქნევ, სწორი საქციელი არ არის. დღეს ვფიქრობ, რომ "თავისუფალი დემოკრატებიც ანალოგიურად" იქცევიან და ჭორაობის რეჟიმში გადავინდენ.
- დავაზუსტოთ, ხმები იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკელები" მომავალ არჩევნებზე ირაკლი ალასანიასთან ალიანსში შეიძლება გიხილოთ, უსაფუძვლოა?
- ჩვენ ერთ ალიანსში ვიყავით, მაგრამ დღეს აღარ ვართ... "თავისუფალ დემოკრატებთან" ალიანსში ვრჩებით ევროპულ ოჯახში, ისევე როგორც "ქართულ ოცნებასთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად...
ბიძინა ივანიშივილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ირაკლი ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ...ასე არ ხდება. ყველაფერი რასაც ამბობს, მხოლოდ ჭორაობაა. მე არ ვილაპარაკებ შიდა სამზარეულოზე და არ გავამხელ მანამდე ვინ რა პოზიციაზე იყო.
დანარჩენი ლინკზე
http://www.kvirispalitra.ge/politic/24721-...ebuli-varq.htmlპ.ს. რესპები ვს დემოკრატები იჩითება მე მგონი. :დ
ამ ქვეყანაში ყველა ერთმანეთ ჭამს.

Moor მოდი აგვიხსენი რა ხდება!
This post has been edited by ცერცვა on 4 Apr 2015, 14:38