ბოლო კითხვებს ვეხმიანები,
დახურული პარტიული სიები დიახაც იმას ნიშნავს,
რომ სიაში თუ უნდა პუტინს შეიყვანენ. ეგ სისტემა 95 წლიდან
გვაქვს მაჟორიტარულთან ერთად და სულ მასე მიდის არჩევნები.
სიები საჯარო ხდება არჩევნების დღემდეე გარკვეული პერიოდით
ადრე, მაგრამ არამგონია ვინმე ჩაუჯდეს ცეესკოს ვებგვერდს და
ქექოს ინფო მაგის თAობაზე

რაც არ უნდა იყოს, დემოკრატიულობის
თვალსაზრისით, პარტიას შეყავს პარლამენტში ის ვინც უნდა და არა ხალხს.
შვედურ პროპორციულ სისტემაში კი სიები ღიაა (სხვა მაგალითებიც არსებობს
პრეფერენციული არჩევანის) ეს იმას ნიშნავს რომ თუ პარტიულ სიაში
ჩამოთვლილია კანდიდატები და გვერდით აქვთ შესაბამისი გრაფები.
იქ უსვამ 1 2 3 4 ასე შემდეგ და იმის მიხედვით აირჩევა კანდიდატი ვისაც
ყველაზე მეტი პირველი ციფრი შეხვდება 50%იან ბარიერამდე მისასვლელად.
თუ პირველები ვერ აგროვებენ მაგდენს მეორეებზე გადავა უკვე
დათვლა და თუ მეორეები ააგროვებენ მაშინ მეორეები გავლენ.
მაჟორიტარული სისტემა რატომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული საზოგადოებისთვის?
იმიტომ რომ მინიმუმ 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, ესეიგი, 5 მოქალაქე (ან მეტი)
რომლებიც არიან თავისი უბნის ბედით შეწუხებულნი (პირობითად ვერელები იყვნენ მოდი),
უფლებამოსლნი არიან ეს მინიმუმ 5 ვერელი რომ ვინც მათ მიაჩნიათ რომ ამ ძირძველი უბნის
მოსახლეთა სატკივარს და პრობლემებს ადვოკატირებას გაუწევს პარლამენტში ან თბილისის საკრებულოში,
წამოაყენონ მისი კანდიდატურა!

იხ. მუხლი 116 საქართველოს საარჩEვნო კოდექსისა
ყველაზე მაღალი ხარისხის დემოკრატია არის ეგ და არა ის, რომ
მოვა პარტია და ეტყვის ვერელებს: აგერ ამ კაცს მოვუსმენთ მარტო,
ვერის პრობლემების შესახებო.. რათქმაუნდა ასეთი კაცი პარტიასთან იქნება ანგარიშვალდებული
უფრო მეტად ვიდრე ხალხთან. რადგან პარტიის ჩათლახობაში გამოიზარდა და
უკვე პარლამენტის კარამდეც მიაღწია.
მაჟორიტარული სისტემით კი, შეიძლება სრულებით სუფთა და აპოლიტიკური კაცი შევიდეს
პარლამენტში, გაიტანოს სწორედ ის საკანონმდებლო ინიციატივები რაც ხალხს, მის
ამომრჩეველს აწყობს! მათთან იყოს ანგარიშვალდებული და არა აღმასრულებელ ხელისუფლების
დამკოპლექტებელ პარტიასთან რომელსაც პარლამენტში ნოტარიუსად ჭირდება მხოლოდ.
დემოკრატიის მთავარი პრინციპი ანგარიშვალდებულება ამომრჩევლისადმი (!)
სწორედ მაჟორიტარულ სისტემაშია უზრუნველყოფილი.. закрепленны უკეთ ჟღერს.
დახურულ პროპორციული სიებით კი რას ვიღებთ? გვართმევენ იმ უფლებას რომ
ხალხმა ჩვენთვითონ წამოვაყენოთ ჩვენთვის სასურველი და სანდო კანდიდატები.
გვართმევენ იმ უფლებას რომ ჩვენთვითონ წარვსდგეთ ასეთ კანდიდატებად
ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობისა! ასეთი რამ მიუღებელია!
ამერიკა, კანადა და დიდი ბრიტანეთი ანუ წინ წასული ქვეყნები (და არა წინ წასული დემოკრატიები)
იყენებენ კვლავ მაჟორიტარულ სისტემას.
ამ სისტემას აქვს თავისი ხარვეზები, მაგრამ სწორედ ეგ მომენტი რომ
არჩევანის ფუნდემანეტური უფლება და თავისუფლება მაქსიმალურად არის
რეალიზებული მასში და თვისებრივად მარტივია სხვა სისტემებთან შედარებით,
ძალიან დიდხანს უნდა დარჩეს იგი ჩვენს საარჩევნო სისტემაში.
პროპორციული წარმომადგენლობა კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ კი,
რეგიონებს ექნებოდათ პარტიის შექმნის უფლება რეგიონული ნიშნით.
ჩვენი კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ,
კრძალავს ქვეყნის შიგნით რეგიონული ნიშნით პარტიების შექმნას!
დახურული პროპორციული სიებით თეორიულად შესაძლებელია, რომ არც ერთი
(პირობითად) მეგრელი კანდიდატი არ მოხვდეს არც ერთი პარტიის სიაში ისეთ
პოზიციაზე (Safe Seats) სადაც მათი არჩევა იქნება გარანტირებული

პირველ,
მეორე მესამე ან მეოთხე ნომრებად არც ერთმა პარტიამ შეიძლება არ ჩასვას მეგრელი,
გვქონდეს ჭრელი პარლამენტი სადაც არც ერთი კაცი არ იქნება მეგრელი
და პირიქით, შეიძლება რომ ყველა პარტიამ ჩასვას მეგრელები სიაში პირველ ათეულებში და
არც ერთი სხვა კუთხის წარმომადგენელი არ მოხვდეს პარლამენტში !!!
მაჟორიტარულ სისტემაში კი, იმერეთის 10 (პირობითად) საარჩევნო ოლქში
ვინც არაიმერელს, არა იმ კუთხის შვილს დააყენებს, ხომ წააგებს ბუნებრივია არა?
ხოლო ამ ჩათლახურ დახურულ პროპორციულში კი ასეთი რამე სავსებით შესაძლებელია
მოხდეს.. კახელმა დეპუტატებმა მართონ საქართველო ისე რომ დაიკიდონ
მეგრელების, გურულების, და სვანების აზრი ან პირიქით მოკლედ მიხვდებით
ჩემო კუდრაჭებო თქვენით დარაჩენს.
ამიტომ ამოვიღოთ ხმა და გავაპროტესტოთ, ეს ძალიან მცირედი საფრთხეებია
რაც აქ დავწერე, კიდევ უარესებია წინ.