ლაზარეს აღდგინების დღის მადლი გეწეოდეთ ქართველებო, ქრისტიანებო.
...ბოლო ხანს მომრავლდნენ ურწმუნონი, არა სჯერათ, რომ ღმერთი მოწყალეა.
რა არისო სამშობლო, სადღააო საქართველო, გაქრაო ერი, რა ეშველებაო ამ ყველაფერს.
...ძველი მოვლენაა ეს. მეფე დავითს ეუბნებოდნენ - სად არისო ღმერთი იგი შენი, რანაირად აღადგენსო მკვდრებს, რა სარგებელი აქვსო კეთილისადმი მისწრაფებას, როცა ამსოფლად ბოროტის მსახურება უფრო სჭრისო.
საქართველო და ქართველი ერია ლაზარე, ქართული ეკლესია და ქართული ენა.
დაიცავს მათ ღმერთი, და ვერავინ შესძლებს მათ აღმოფხვრას, ვერც განღებული კარის დახშვას.
წმინდა წერილშია გადმოცემული, და შესრულდება. არამარტო იმის ძალით, რომ წინასწარმეტყველების სული პირდაპირ ამბობს ამას "გამოცხადებაში", არამედ ნათქვამის შემოწმება-დასაბუთების არაპირდაპირი მეთოდებითაც. ხან მტკიცებულების ასეთ ფორმას მეტი დამაჯერებელი ძალა აქვს, ვიდრე პირდაპირ გაცხადებულს.
და აი, რა: იოანეს ხილვა მთელი ბიბლიის ღრმა შინაგანი, ერთიანი კანონზომიერების გვირგვინია, შესაკრებელი; ამდენად, ფრიად სარწმუნოა.
და კიდევ საბუთი... დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვს სულს, რომელმაც "გამოცხადება" უკარნახა იოანეს.

გაიხარეთ, ვისაც უხარია. ღმერთმა დალოცოს საქართველო.

--------
პასექს, ეგვიპტის ხორციელი და სულიერი - ბაბილოვნური ტყვეობიდან გამოსვლას მივულოცავ ებრაელებს, იუდეველებს.