გამარჯობა !
მოკლედ მაქვს ასეთი პრობლემა/პრობლემები . კომპიუტერზე შევცვალე პროცესორი , კვების ბლოკი და ვინჩესტერი , ეკრანი ჩვეულებრივ მუშაობდა და ქონდა ძალიან კარგი გამოსახულება , რაც ეს ყველაფერი შევცვალე კომპიუტერს რო ვრთავ ეტყობა რო ტალღები აქვს თეთრი და წერტილები ,თამაშის ჩართვის დროსაც მასე აქვს, ძალიან ეტყობა და ნერვებს მიშლის . რათქმაუნდა მაშინვე ვიფიქრე ,რომ ვიდეოკარტას აქვს რაღაც პრობლემა ,ამოვაძრე ვიდეოკარტა და ინტეგრირებულზე შევაერთე . ამან არ გაჭრა მაინც ხაზები ქონდა . მერე ვიფიქრე ეკრანის ბრალიათქო , გადავიტანე მეორე კეისსზე და იქ საერთოდ არაფერი არ ჭირდა ,გამოსახულება იყო სუფთა 100 %, რო ვერ გავიგე რა ხდებოდა მეორე მონიტორი შევაერთე ამ კომპზე ( ის შედარებით პატარაა) და იმას საერთოდ არაფერი არ ქონდა . მოკლედ ვერ გავიგე რა ჭირი უნდა და თუ გქონიათ მასეთი მომენტი ან იცით რა უნდა ეშველოს მითხარით რა

ვიდეოკარტა დავშალე თერმოპასტა წავუსვი და გავწმინდე,პროცესორის ქულერიც და საერთოდ ყველაფერი , ვინჩესტერიც კი სხვა შევაერთე :დ არაფერი არ შველის . მაინცდამაინც ამ მონიტორზე აქვს გართულება

შეიძლება კვების ბლოკის ბრალი იყოს ? 400 ვატიანია , მეთითონ დავაყენე , თუ რამე კაბელი შემეშალა და არასწორად მივაერთე მაშინ სხვა მონიტორზე რატომ არ აქვს ასე და საერთოდ რატო მუშაობს :დ
მეორე პრობლემას რაც შეეხება პროცესორს ვერ აღიქვავს ბიოსი და ყოველ ჩართვაზე მიწერს ფ1 ს დააჭირეთო , ბიოსის განახლება მინდოდა , იქიდან გამომდინარე რომ ბიოსში არ არის Tools გადავწყვიტე ვინდოუსიდან მეჩალიჩა ( სხვა ყველა გზა ვცადე მარა არ ქნა ) , დედაპლატაზე აწერია რომ არის : p5gc - mx / 1333 , asusis საიტიდან ვიწერ განახლებას მაგრამ პროგრამაში მიჩვენებს რო ეს მაზერი არის p5gc-mx (ud) და ამის ფაილი ვერსად ვნახე, ან როგორ მოვიქცე თუ იცით მითხარით