ვის მივმართო დოკუმენტის აპოსტილით დასამოწმებლად?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების დამოწმების მიზნით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემული დოკუმენტების დამოწმების მიზნით;
იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს - აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ყველა იმ დოკუმენტის დასამოწმებლად, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების კომპეტენციას.
ვადა და საფასური
ერთი დოკუმენტის და დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ვადა და საფასური:
მომსახურების ვადა
მომსახურების ტარიფი
მე-8 სამუშაო დღეს –20 ლარი
მე-4 სამუშაო დღეს –40 ლარი
მე-2 სამუშაო დღეს –70 ლარი
1 დღეში –100 ლარი
დოკუმენტის თარგმნა (1 გვერდი) –20 ლარი
წყარო
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=348 This post has been edited by nikush83 on 4 Apr 2015, 21:47
მხატვარი ქვია, თუ იმას ხატავს რაც უნდა, და არა იმას როგორც შეუძლია.