ჭეშმარიტების ნაწილაკებს თავისი დიადი იმპერიული კულმინაცია გააჩნიათ.
უბრალო მოკვდავის კულმინაცია – შვილია.
შვილი შემხედვარე მამისა კულმინაცია – პროტესტი.
ნაპროტესტალ–ნარევულუციარ–ნასტრესალ შვილ მოქალაქეთა კულმინაციურ სისტემას - დემოკრატია ჰქვია
დემოკრატიის იმპერიულ დიდებას - ევროკავშირი, ევრო-იმპერია.
ცივილიზაციას და ცივილიზაციულობისას - ლიბერალიზმი.
ფილოსოფიისას - ეგზისტენციალიზმი.
სამყაროს 80 მილიარდ წლოვან დუღილს - ადამიანი.
ნასტრესალ ორგანიზმთა ევოლუცური კვანძის დასასრულს კი - ქრისტე.
ყველა ჭეშმარიტების გამოვლინებას თავისი დიადი დასასრული აქვს, ადამიანის შემოქმედებითობასაც და მის შემოქმედებათა ნაწარმებსაც. ხელოვნებას და ყველა მის განშტოებას თავისი თანამედროვე კულმინაცია გააჩნია დღესდღეობით, და რაღათქმაუნდა მუსიკასაც. მუსიკა ყოველმხრივ გენიალურია, იგი აბსოლიტურად ემციების საკითხია.
ადამიანში ადამიანურობის იმპერიული კულმინაციური სიდიადეც ხომ ემოციათა მრავაწახნაგოვანებაა.
და მრავალწახნაგოვან შემოქმედებას რასაც მუსიკა ქვია თავისი ნაყოფები აქვს

, საბოლოო ევოლუციური კულმინაციური თანამედროვე ერთმნიშვნელოვანი ნაყოფი კი უცილობლივ- Rediohead
Rediohead ესაა დასტრესილი მრავალწახნაგოვნების მუსიკალური შედევრი მაგრამ ეს არაა მხოლოდ სტრესი, ეს დიადი იმპერიულ კულმინაციური დასასრულიცაა ზოგადად მუსიკის; დიადი კულმინაციური დასასრული როგორც მათი ყოველი track ის ბოლო.
ყველა მათი ნაწახნაგარი ტრეკი იწყება სტრესით და მთავრდება იმპერიული სიდიადით, გამარჯვებით, მეტამორფოზით.
ამ შემოქმედებაში ყველაზე მიმზიდველი ისაა რომ მისი მოსმენით არაწახნაგოვანი სულის პატრონნი იტანჯება;
იტანჯება ისევე როგორც უბრალო მოკვდავი ქრისტეს სიტყვების მოსმენით, ბოღმით და აგრესიით ივსება მოკვდავური სულის პატრონი; დიდქედოვნებით როცა ისმენს აბსოლიტურ იმპერიულ არაამქვეყნიურ ჭეშმარიტებას რომ უნდა გიყვარდეს მტერი და თუ გთხოვენ ერთს უნდა მისცე სამი. განუვითარებელ წარმონაქმნებს მისი სიტყვები ერთი გავეშებული შიზოიდი 1 საუკუნის ბომჟის ბუტბუტი ჰგონიათ. Rediohead – ის მოსმენისასაც ასეთებს არა მრავალწახნაგოვანი მუსიკა არამედ მხოლოდ კნავილი რახუნი და კრაწაკრუწი ესმით.
ყველას შეუძლია თანამედროვეობის ფარისევლურად მორგება, მარა Rediohead – ს როგორც მუსიკალური ჭეშმარიტების კულმინაციას ვერ მოირგებ, იმიტო რო ან გესმის ან არ გესმის. ისევე როგორც ის ამბობს ჩემი ცხვრები თავის მწყემსს ცნობენო.
რათქმაუნდა ეს შემოქმედება ყოველგვარი რელიგიურობისაგან ძალიან შორსაა, მაგრამ ნასტრესალი სული მისტიურ მეტაფიზიკურ დონეზე მიაგებს პატივს წუთისოფლისაგან დევნულ სულთა ღმერთს. და როგორც იგი ამთავრებს არათვალხილული გამარჯვებით ასევე მთავრდება ყველა ტრეკი მსტრესზე გამარჯვებით მისი ეგზისტენციალური უარყოფით.
ეს შემოქმედება არაა ჰარმონიული ერთხელ მოუსმენ და სიმშვიდის და კომფორტის ელფერი გადაგივლის სიფათზე, ასე არაა. ისევე როგორც ახალი აღთქმის მცნებები არაა წუთისოფლისეული კომფორტისათვის. ეს ორივე სტრესის შედეგად, საკუთარი სულის გამოწახნაგებით ახლად დაბადების შემოქმედებაა.
ამიტომ ამ ჯგუფს სადღაც იმდენივე ადამიანი უსმენს, რამდენსაც უნარი აქვს ახალი აღთქმა მიიღოს.
ყოველ მათ მოსმენაზე ახლებურათ და ახლებურად აღიძვრება მუსიკალურ ემოციური მიღმიერი ფიქრთა პალიტრა
http://vk.com/video2592303_161140731მარა მომცრო ზომის მატლებს სად აქვთ ყურები და თვალები ჭეშმარიტების აღსაქმელად