წყარო:
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=14099&lang=ge&Titleთამამად შეიძლება ითქვას ,რომ ბოლო ორი დღის მანძილზე საზოგადოებრივი ქსელები , ტელევიზიები და ბეჭვდითი მედია ''ააფეთქა'' გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ, რომელიც ყველა ობიექტურ საფუძველს მოკლებულია და პირდაპირ ხელს ადებს უმძიმეს დანაშაულში შალვა აბულაძეს.
რა თქმა უნდა პირველ რიგში გარდაცვალებული პოლიციელების ოჯახებს ვუსამძიმრებთ ამ მძიმე დანაკარგს. საქართველოს მართლაც არა ყავს შვილი დასაკარგავი ... ადრე გვიან გზაზე დამდგარი... / გვიან გზაზე დამდგარ საქართველოს შვილებში ვგულისხმობთ ზუსტად შალვა აბულაძეს ( შალალო), რომელსაც მართლა კრიმინალური წარსული ჰქონდა.
სასჯელის მოხდის შემდეგ შალვა აბულაძემ აირჩია ეკლესიური ცხოვრება, ჰყავდა მოძღვარი და ბოლომდე გაწყვიტა კავშირი წარსულთან .
მასმედიის და პოლიციის ასეთმა ორგანიზებულმა და შეთანხმებულმა გარჯამ საკმაო ეჭვები წარმოშვა ასე თუ ისე ამ საქმეში გარკვეული მკითხველისთვის. საქმე იმაშია, რომ ბორჯომში გასულ წელს მოხდა ანალოგიური დანაშაული. ღამით ესროლეს ორ მოძრავ პატრულს, მათგან ერთერთი გარდაიცვალა. გადარჩენილი პოლიციელის პირველი ჩვენების მიხედვით, მან ვერ იცნო დამნაშავე ,რადგან მას სახეზე ეკეთა ნიღაბი. თუმცა აღმოჩნდა ასაკოვანი ქალბატონი ,რომელმაც გვიან ღამით საკუთარი ბინის მე-3 სართულიდან დაინახა და დამნაშავეში ამოიცნო შალვა აბულაძე (????!) ამის საფუძველზე შალვა აბულაძეს დაუმძიმდა დანაშაული და მასზე არაოფიციალურად გაიცა ''ადგილზე ლიკვიდაციის'' ბრძანება.
მედია -ისტერია , რომელიც ამ საქმის გარშემოა ატეხილი, ასევე ებრძვის ბევრისთვის საყვარელ გაზეთს ''ასავალ-დასავალს", სადაც დიტოს მიერ დაიბეჭდა ინტერვიუ შალვა აბულაძესთან.
ეს უკანასკნელი ბორჯომის მინ.წყლის მონოპოლიაში ამხელდა თბს-ი ბანკის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს. ამ ნიადაგზე წარმოშობილ გამოუცხადებელ ომში ,რის შემდეგადაც შალვა აბულაძეს გარშემო დაიძაბა ყველა იმ დროისთვის არსებული სიტუაცია , ბიზნეს საქმიანობა და ურთიერთობები,მათ შორის ოჯახის წევრებთანაც კი, შალვა აბულაძე ''ასავალ-დასავალის'' ფურცლებიდან სთხოვდა მამუკა ხაზარაძეს - '' ნუ მაიძულებ დამაბრუნო ჩემ კრიმინალურ წარსულში - ვიომოთ გონებით და არა ხელებით!''.
ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ ,ჩვენ მხოლოდ მოგახსენებთ რეალურ ფაქტებს და ბორჯომის მოსახლეობაში მოარულ ხმებს. რაც ფართო მკითხველისთვის არაა ხელმისაწვდომი. ბორჯომში წლებია ხალხი უკმაყოფილოა მამუკა ხაზარაძის ერთპიროვნული გაბატონებისა ბუნებრივ რესურსებზე და ამ უკმაყოფილების პირველი გამხმოვანებელი გახლავთ ხსენებული შალვა აბულაძე.
გუშინდელ ''ჟურნალისტურ მარგალიტებს'' თუ გადახედავთ ქალბატონების ნანუკა ჟორჟოლიანის და დარეჯან მეფარიშვილის დაბნეულ და დაუხვეწავ შედევრებს ,აშკარად დაგღცებათ შთაბეჭდილება ,რომ ეს ჟურნალისტური ნაცოდვილარი საქმეში ჩაუხედავი უნიჭო ხალხის ტლიკინია ,რომლებიც ''რაღაცის'' და ''ვიღაცის'' ინტერესებს ემსახურებიან. მათი პირველი ''კოზირი'' დემოკრატია საერთოდ უგულველყოფილია, კერძოდ - უდანაშაულობის პრეზუმცია , რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ როცა სამართალი მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხებათ! ჩვენ ვქმნით ''შალვა აბულაძის სიცოცხლის გადამრჩენთა ჯგუფს'' და ხელისუფლებისგან მკაცრად მოვითხოვთ 1)- შეძლოს პოლიციამ და ცოცხლათ აიყვანოს შალვა აბულაძე ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე! 2)- გასამართლებული და დაკითხული იქნას შალვა აბულაძე საქართველოში არსებული ყველა დემოკრატიული წესების დაცვით !
გოჩა ციცქიშვილი