#44238778 · 5 Apr 2015, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სათბურს ვაკეთებთ, მიწა, კონსტრუქციები მზად გვაქვს. აღმოჩნდა რომ მჭირდება ნებართვა ცალკე სათბურის დასადგმელად, ცალკე დამხმარე შენობის ასაშენებლად.
სათბურის კონსტრუქციაზე ბევრი მეუბნება რომ არაა საჭირო ნებართვა, მერიაში პირიქით მეუბნებიან, ასევე დამხმარე ნაგებობაზე (1 სართულიანი, ბლოკის, 30 კვ/მ შენობა) პირველ კატეგორიაში გადის და არ გჭირდება არაფერიო
გავარტყი ასეთ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას 40 დღე მითხრეს მინიმუმი ნებართვების გასაცემად. გარდაბნის რაიონს ეკუთვნის ის მიწა და 40 დღე რად უნდა ისეთი კონსტრუქციის დამტკიცებას რომელსაც საძირკველიც კი არ აქვს.
ვინმემ მირჩიოთ იქნებ რეალურად ჭირდება თუ არა და რომელი კანონის საფუძველზე
მადლობა წინასწარ
--------------------
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!
|