ეს ტიპი - ალექსანდრე არუთინოვი არის თბილისელი სომეხი, დიზაინერი, ცხოვრობს რუსეთში და მოაწყო გამოფენა მოსკოვში, სადაც ჩანთების გასაფორმებლად გამოიყენა ნიკო ფიროსმანის ნახატები.
ეს სურათები:
http://presa.ge/new/?m=feshen&AID=34482ხოდა, მამულიშვილებმა გალანძღეს... და აი, რას ამბობს იგი:
უარყოფითი კომენტარები მხოლოდ საქართველოდან მოდიოდა. ჩემმა მოსკოვში მცხოვრებმა მეგობრებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველებმა - ქეთა თოფურიამ, სოფო შევარდნაძემ და სხვებმა, ძალიან მოიწონეს ეს ჩვენება, რადგან ეს არის ნიკო ფიროსმანი!
არ ვამბობ, რომ ხალხს, ამ მხატვრის შესახებ მე გავაგებინე, მაგრამ ახალგაზრდობამ მოსკოვში არ იცოდა მის შესახებ არაფერი... გავაკეთე უბრალოდ ის, რაც გულით მინდოდა და ამის გამო ბევრმა მადლობაც გადამიხადა.
თავადაც ვთვლი, რომ ეს კოლექცია ძალიან კარგი იყო. კომპეტენტური კრიტიკოსებისგან არანაირი შენიშვნა არ მიმიღია.
- მიუხედავად ამ ყველაფრისა, აპირებთ თუ არა მომავალშიც, ამ გზით, საქართველოს კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას?
ჩემი წინა კოლექციის თემა, ქართულ, ნაციონალურ ცეკვას მივუძღვენი. ჩემი ჩვენებები ყოველთვის გაფორმებულია ქართული მუსიკით, რომელსაც უკრავს ქართველი პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი.
ბევრი გაბრაზებული იყო, რატომ მოიფიქრა ეს სომეხმა დიზაინერმა და არა ქართველმაო, თვლიან, რომ არ უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი. აბა, რას უნდა ვგრძნობდე? ძალიან ვწუხვარ.
რუსეთში მქონდა 6 ჩვენება, რაც ეხებოდა ქართულ ისტორიას. ადამიანი რომელიც ცხოვრობს, მუშაობს მოსკოვში და თავისი ქვეყნიდან დადებით კომენტარებს ელოდება, მაგრამ მათგან ასეთ ნეგატივს იღებს და ეროვნების გამო შეურაცხყოფას, მიჭირს რამის თქმა. რა შუაშია ჩემი ეროვნება? სომხეთში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი. მე არ ვიძახი რომ ქართველი ვარ, დიახ, მე ვარ სომეხი, რომელიც დაიბადა თბილისში.
მე ამ ყველაფერს ვაკეთებდი და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაკეთებ, რადგან ეს არის ჩემი ბავშვობა, მოგონებები და ქვეცნობიერი. არავის არ შეუძლია ამაზე გავლენა იქონიოს. ვიღაცას ეს მოეწონება, ვიღაცას არა... ეს არის ჩემი ცხოვრება, მე ვარ ხელოვანი და თავისუფალი ადამიანი.
- კმაყოფილი ხართ მოსკოვური ცხოვრებით? გაქვთ თუ არა სამშობლოსთან დაკავშირებული ნოსტალგიები?
დიახ, კმაყოფილი ვარ და ძალიან მენატრება საქართველოც, მაგრამ მე ვარ შემოქმედი, არ შემიძლია ვიყო ერთ ადგილას გაჩერებული, მჭირდება შემოქმედებითი ზრდა. თბილისში, რა ძალაც მქონდა, უკვე ამოვწურე. ახლა მჭირდება უფრო მეტი და ამიტომ ვარ აქ.
თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ, რადგან დედაჩემი და ჩემი ყველა ნათესავი მანდ ცხოვრობს. საქართველოსადმი მონატრება, ყველაზე მეტად, ჩემს ნამუშევრებში აისახება, ეს არის ჩემი ინსპირაცია.
როგორ ფიქრობთ, მართალია ეს კაცი?...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)