,,გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგებოდი... ჩემი ნაძირალა ძმა“: მაია ხარძიანის და უდესიანის სკანდალური ჩანაწერი
21:26 2015-04-05
გია უდესიანი სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ასაჯაროვებს, რომლის ნამდვილობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადატურა. გია უდესიანს ,,პოსტსკრიპტუმი“ პარიზში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი უდესიანი სვანური სასამარლთლოს მოლოდინაშია. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი მისი და ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დაპირისპირების განხილვას 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე გეგმავს. უდესიანი ამბობს, რომ დიდ სვანურ შეკრებაზე უნდა გაირჩიეს, მისი და ბესო ხარძიანის ურთიერთობის ყველა დეტალი, ბიზნესპარტნიორობიდან მტრობამდე და ვერდიქტიც სვანმა უხუცესებმა უნდა გამოიტანონ.
"სვანურმა სასამართლომ გადაწყვიტოს ვინ არის არაკაცი და ვინ არის თაღლითი ვინ არის ნარკოტიკების მომხმარებელი,"- აცხადებს გიორგი უდესიანი.
გიორგი უდესიანი სვანურ სასამართლოს იმ ფარულ ჩანაწესებს გადასცემს, რომელსაც ახლა პარიზში ინახავს. მეხსიერების ამ ბარათზე 2011 წლის აპრილში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის დის მაია ხარიძიანისა და მისი შეხვედრის ვიდეომასალაა შენახული.
მასალიდან ირკვევა, რომ ბესო ხარძიანის დაკავების შემდეგ, მაია ხარძიანი ბესო უდესიათან ოფისში თავად მივიდა და სთხოვა, კუს ტბაზე მისი ძმის საკუთრებაში არსებული წილი შეეძინა.
"მათ ჰქონდათ ფულის პრობლემა, მან მთხოვა იყიდეო მე უარზე ივყავი,"- აცხადებს უდესიანი.
"პოსტსკრიპტუმი" გთავაზობთ ნაწყვეტს უდესიანისა და მაია ხარძიანის დიალოგიდან:
-გეხვეწები გია, შენ ნუ გგონია, რომ მე ვინმეს კრესტს ვუსმევ სიმართლეს ვაწვები თავიდან ბოლომდე.
-მაია დამანებეთ რა თავი. არანაირი პროცენტები არ მინდა რა. გინდა 10 მილიონად გაყიდოს გინდა 100 მილიონად გაყიდოს რაც გინდათ ის ქენით რა, არ მინდა მაგ საქმეში მონაწილეობა რა ხო ტრაკიანი ბიჭია და რაც უნდა ის ქნას,"- ამბობს გია უდესიანი.
-გია მე არავინ არაფრად არ მთვლიდით ამბობდით ეს ისეთი ქალიაო, მაგრამ მე გია უდესიანის გამო ტყვიას გადავუდგები, გია. ერთი ვთხოვე და კაცმა ის გამიკეთა რაც ვერავინ ვერ გააკეთა. ჭიანჭველებივით დავრბოდით და არავინ არაფერი გამიკეთა. მე შევაკვდებოდი როგორც მისი მტერის და. აი ასე შევაკვდებოდი მე ჩემ ნაძირალა ძმას. დღეს, რომ მე მიჭირს ოფლად ვარ დაღვრილი.
http://newposts.ge/?l=G&id=70943-%E1%83%A3...%83%9C%E1%83%98