მთავრობა და უცხო ქვეყნების ელჩები არ მოიწვიეს გახსნაზე? ფლეშმობი და რამე

სულ მაინტერესებს, ამ პანდუსებს რომ აკეთებენ მერია/კანცელარიის შესასვლელებში, აბა ერთი სცადონ სახლიდან ინვალიდის ეტლით მიაღწიონ მაგ პანდუსამდე. დარწმუნებული ვარ სახლის ზღურბლს ვერ გადმოსცდებიან, არც სადარბაზოს კიბეებია ადაპტირებული, არც ლიფტი, ნუ ტროტუარებზე და საზტრანსპორტზე აღარ ვლაპარაკობ. ამიტომაც არავინ სარგებლობს მაგ პანდუსებით.
ჰოლანდიაში რომ ჩავედი, ეგრევე თვალში მომხვდა ინვალიდების სიმრავლე ქუჩაში. პირველი რეაქცია მქონდა, ეს რა ავადმყოფი ერი ყოფილა, ამდენი ინვალიდი ჰყოლიათქო. მერე რომ დავაკვირდი, ისეა მოწყობილი ტროტუარები, ტრანსპორტი, შენობები, მეტრო, მიწისქვეშა გადასასვლელები ლიფტებით, ტუალეტები. იქაურ ინვალიდს არანაირი პრობლემა არ აქვს რომ სახლიდან მარტო გამოვიდეს და იმოძრაოს
This post has been edited by Asmeta1084 on 7 Apr 2015, 15:29