ხო ეს ის არის რაც არასოდეს მიჭირდა,
არადა ბუნებით სულსწრაფი ვარ,
მაგრამ იმდენად ვამწიფებ/ვაცდი დამწიფებას ყველა სიტუაციას,
ჩემს მიერ წინასაწრ ნაფიქრი ვერდიქტი ბოლოს უალტერნატივო ხდება.
ბუნებით გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, პრინციპში ოპტიმიზმიც არ ჰქვია ამას - უფრო მეტია,
ფსონს უკეთესის მოხდენაზე ვდებ,
თუმცა უარესის მოხდენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა ყოველთვის მაქვს,
წინასწარ ვახდენ სიტუაციის მოდელირებას,
და ნაწილობრივ შეგუებული ვარ 'კარგი არაფერი გამოვა' .
მოკლედ:
ჩემნაირი სასწაულების მორწმუნე, უკანასკნელი უმცირესი შანსის გამომყენებლი
და ამავდროულად თავიდანვე რეალისტი და რაციონალურად განმსჯელი ადამიანი იშვიათია.
რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები ამაში.
ერთადერთი სირთულეა:
ადვილად ვაკონტროლებ სიტუაციას,
შედარებით რთულად ემოციას

ამ უკანასკნელზეც ვიმუშავებთ