„ახალგაზრდა ქართველი მღვდელ-მონაზონის მამა ანდრია ყურაშვილის მოწამეობრივი აღსასრული თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური შინაარსის ეპიზოდია აფხაზეთის ომის ისტორიის სქელტანიან წიგნში. ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა სოხუმის მახლობლად, სოფელ კომანში(კამანი), იმთავითვე შეძრა მტრობითა და შურისძიებით დაბნელებული ადამიანების ცნობიერება. 27 წლის ქართველი მღვდელ-მონაზონის დახვრეტის ფაქტმა ადამიანთა შორის სისხლიანი კონფლიქტის უაზრობა და აბსურდულობა გამოაშკარავა. მამა ანდრიას თავდადებამ მთელი ქვეყანა აალაპარაკა, მისი სახელი და ღვაწლი დიდი ხანია გასცდა ვიწრო ნაციონალურ-ეთნიკურ საზღვრებს და ოკეანის გაღმაც გავრცელდა. უსასტიკესი ომის პირობებში ღვთისადმი რწმენა და მოყვასის სიყვარული ძნელი შესანარჩუნებელი აღმოჩნდა კონფლიქტში ჩათრეული საზოგადოების უმრავლესი ნაწილისათვის. ამის საპირისპიროდ კი ერთმა უბრალო ახალგაზრდა სასულიერო მოღვაწემ, სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად, თავისი მტკიცე და ურყევი რწმენის საფუძველზე შეძლო სულიერი განვითარების იმ საფეხურზე ასულიყო, როცა გმირობა უკვე ადამიანის აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენს დაპირისპირებულ ძმებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად...
1993 წლის 5 ივლისს მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მაშინ, ალბათ, არავის შეეძლო. მოწინააღმდეგე მხარემ კომანი ალყაში მოაქცია...
ნარკოტიკებით გაბრუებულმა ბოევიკებმა მამა ანდრია ეკლესიიდან გაიყვანეს, ცდილობდნენ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და დაეჩოქებინათ, მამა ანდრიას კი თავი ღირსეულად და ვაჟკაცურად ეჭირა. იგი საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაშინ ერთ-ერთმა ბოევიკმა მას ჰკითხა, თუ ვისი მიწა იყო ეს, ქართველების თუ აფხაზების, უნდოდა მორალურად გაეტეხა ახალგაზრდა მღვდელი, მაგრამ მამა ანდრიამ მშვიდი ღიმილით უპასუხა, ეს ღვთის მიწაა. ამ პასუხით მამა ანდრიამ საუკუნეებს გადააბიჯა და მთელ კაცობრიობას მოუწოდა საყოველთაო ძმობის, სიყვარულის, მშვიდობისა და მეგობრობისაკენ, რადგან ყველანი ერთი ღმერთის შვილები ვართ, გასაყოფი და სამტროც არაფერი გვაქვს ერთმანეთში. სწორედ მაშინ სულიერად დამარცხებულმა მტერმა ვერ გაუძლო მღვდელ-მონაზონის სულის სიდიადეს და ვერაგულად ესროლა უკნიდან თავში...
მიმაგრებული სურათი
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"