მაიორანაM2 დეველოპერული კომპანიაა, საქართველოს ბანკის ჯგუფში შედის.
თავიდან 10M აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვეს, ახლა ის პირველი ობლიგაციები გაისტუმრეს, და კიდევ 10M გამოუშვეს, ამჯერად ორწლიანი.
მე ვფიქრობ, რომ 9%, M2ის ტიპის/რისკიანობის კომპანიისთვის ნორმალური პროცენტია...
საქართველოს ბანკი აქტიურად ყიდის ამ ობლიგაციებს თავის კლიენტებზე (მეც ვიყიდე, და ახლა ამონაგებით 2წლიანიც ვიყიდე)
შესაბამისად, საქ. ბანკს ე.წ. მორალური ვალდებულება აქვს, იურიდიული არანაირი... თუ გაკოტრდა კომპანია, საქართველოს ბანკი არ არის ვალდებული "გამოიხსნას"...
მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა კომპანიების მიერ არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება, და ასე რატომ გაგიკვირდათ?

ვისაც მიაჩნია რომ რისკისთვის კარგი ამონაგებია იყიდის, ვისაც რისკი ამონაგებზე მეტად მიაჩნია - არ იყიდის