#44340812 · 17 Apr 2015, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხენის ხორცი თავის თავად არ არის მავნე. უბრაოდ პრობლემა ისაა, რომ: 1) მომხმარებელმა უნდა იცოდე რომ მას ცხენის ხორცს სთავაზობენ, არ უნდა ატყუებდნენ მას; 2) თუ ხორცი არალეგალურად არის შეძენილი, ე.ი. ეს ამ ხორცს არ გაუვლია სათანადო შემოწმება, ამდენად არის რისკი რომ ის საკვებად გამოუსადეგარია/საშიშია.
„ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-ში ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს.
„ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები , ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“-ში აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ 1000 ლარით დაჯარიმდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება.
This post has been edited by masai11 on 17 Apr 2015, 16:21
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|