უსერიოზულესი კაცი
ისე კიდე მაგარი ცხოველია
ძირითადად როგორც ვიცი ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობენ და უმეტესად ხეზე არიან ჩამოკიდებულები, მაგისთვის აქვთ იმხელა კლანჭები. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოძრაობენ თუ ეს ძალზედ საჭიროა, ზარმაცებიც მაგიტო ქვიათ.
ძირითადად მცენარეებით იკვებებიან. ადრე რომელიღაცა საიტზე წავიკითხე რო მარტო იმისთვის ჩამოდიან ხიდანო რო მოისაქმონ ან კიდევ სხვა ხეზე გადავიდნენ. ხო და მოსაქმებითაც კვირაში ერთხელ ისაქმებენ

უზარმაზარი შარდის ბუშტი ქონიათ

იმდენად ზარმაცები არიან და იმდენად იშვიათად მოძრაობენ რო ბეწვში უჩნდებათ რაღაც მომწვანო წყალმცენარე, რომელსაც ფოტოსინთეზი შეუძლია, ხო და ეს ზარმაცები ამის გამო იღებენ მომწვანო შეფერილობას და ეს ეხმარებათ თურმე რო ფოთლებში კარგად დაიმალნონ და ნაკლებად შემსამჩნევები იყვნენ... თავდაცვის სხვა საშუალება მათ არ გააჩნიათ ეგაა მარტო რო ფოთლებში კარგად იმალებიან...

ხო ამ წყალმცენარეებს საჭმელადაც იყენებენ ხოლმე.