ქამრების შემოჭერა თერჯოლურად და ნაყიდი 30.000 ლარად ღირებული „Mitsubishi Pajero“
11:55 2015-03-09
აღნიშნული ავტომანქანა ქუჩებში- სახელმწიფო ნომრით-TE 041 RJ გადაადგილდება .
იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქამრების შემოჭერაზე საუბრობს და ჩინოვნიკებს, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30.000 ლარად ღირებული „Mitsubishi Pajero“ მარკის ავტომანქანა შეიძინა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ავტომანქანა ქუჩებში- სახელმწიფო ნომრით-TE 041 RJ გადაადგილდება .
რამდენად მოწესრიგებული იყო ტენდერი და რატომ მაინდამაინც სახელმწიფო ნომერი TE 041 RJ ?
ამის შესახებ „ქუთაისი თუდეი“ თერჯოლის გამგებელს თემურ ჯაფარიძეს გაესაუბრა.
თემურ ჯაფარიძე ჩვენს მიერ დასმულმა შეკითხევება გააღიზიანა და მისგან მწირე ინფორმაცია მივიღეთ.
ჯაფარიძის განცხადებით, თერჯოლის გამგებელს ავტომანქანა არ ჰყავდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ახალი მანქანის შეძენა.
„მერე რა მოხდა, არ შეიძლება, რომ გამგეობამ ახალი მანქანა შეიძინოს? რატომ დაეძებთ ეს ჟურნალისტები? რა გინდათ? სხვა ქვეყანაში არ ყავთ მანქანები!,“-განაცხადა თემურ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება სანომრე ნიშანს TE 041 RJ. გამგებლის თქმით, მას ეგრე უნდოდა და ეგრე გააკეთა.
