ჩემი საყვარელი სეთინგის, კიბერპანკის ზეიმი იქნება 2016 წელს... მითუმეტეს რომ დეველოპერები არ გვანებივრებენ ასეთი სტილის თამაშებით და Deus Ex: Human Revolution ერთადერთი ღირსეული წარმომადგენელია ამ სეთინგის, ბოლო 5 წლის განმავლობაში... მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ სერიოზული კონკურენტი არც ჰყოლიათ... ერთადერთი სასაცილოა კონკურენტი უწოდო syndicate-ს მაგრამ ამის გარდა სხვა ამ სტილის თამაში არ მახსენდება...
2016 წელს კი ისეთ თამაშ ველოდებით რომ ნამდვილად მოუწევთ Eidos Montreal-ში სერიოზულად მუშაობა... იმიტომ რომ მართალია Deus Ex თითქმის უკვე ლეგენდად ქცეული თამაშია, მაგრამ გაუწიო კონკურენცია cyberpunk 2077 -ს არც ისე ადვილი საქმეა ჩემი აზრით...
რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ Deus Ex: Mankind Divided-იც და cyberpunk 2077-ც პირადად ჩემთვის იდიალური თამაშები იქნება...
პს: ბავშობაში რაც Blade Runner -ს ვუყურე მას მერე მოწამლული ვარ ამ სეთინგით... ბაღში დავდიოდი მემგონი პირველად რომ ვუყურე...

წარმოდგენა არ მაქვს 1982 წელს ასეთი ფილმი როგორ გადაიღეს...