#44324351 · 15 Apr 2015, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მახსოვს აქ ვიღაცას შეეძლო, სიზმრების ახსნა.. )) ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურ სიზმრებს ვხედავ და ხშირ შემტხვევაში დიდი ხნით მრჩება გონებაში, ვფიქრობ სიზმარზე... ალბათ მარლა აქვს ახნა და რამე მნიშვნელობა.. არ ვიცი.. დაბნეული ვარ სიზმრების გამო, და ფიქრებიდან ვეგარ ვიშორებ, აი თუნდაც წინა ღამის სიზმარს დავწერ:.. მოკლედ მოქმედება ხდება, ფსიქიატრიულ კლინიკაში, მაგრამ საკმაოდ განსხვავებულია რეალური ანალოგებისგან, პირველ რიგში კლინიკა მდებარეობს გემზე, ანუ მთელი გემი საგიჟეთია, მეორე ის რომ ყველა პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვია, ჩემს გარდა. სხვა მხრივ ჩვეულებრივადაა ყველაფერი, პალატებიც, მომსახურე პერსონალიც; მხოლოდ ფანჯრების მაგივრად ილუმინატორებია. სიზმარი დიდხანს არ გრძელდება. -პალატაში ექიმს ვეკითხები: მე რაღაც სხვა დაავადების წამლებსაც ვიგებ და ეს ჩემს სიგიჟეს ხელს ხომ არ შეუშლის მეთქი?.. ექიმი მეუბნება არაუშავსო, და ამ დროს ეს გემი კლინიკა შტორმშია და საკმაოდ დიდი გრადუსით იხრება, ერთ მხარეს, ისე რომ თუ რამეს არ ჩავეჭიდები თავის შეკავება შეუძლებელია.. დერეფანში ვარ და რაღაცაზე ვარ ჩაჭიდებული, ველოდები როდის გასწორდება კლინიკა, ამ დროს ვხედავ სხვა პაციენტებს ბავშვებს, რომელთაგან ერთია მხოლოდ გოგო, მან თავი ვერ დაიმაგრა და ვარდებოდა მაგრამ მოვასწარი დაჭერა. მე მაღლა ვარ და ვიჭერ პატარა გოგოს, რომ არ ჩავარდეს.. მაგრამ ეს გოგო დაჟინებით მოითხოვს რომ გავუშვა, მიყვირის კიდეც.. აი ამ მომენტიდან იწყება უკვე, რომ თითქოს ნახევრად ცხადია, ნახევრად სიზმარი.. სიზმარში ვფიქრობ, რომ გავუშვა თუ არა, ვხედავ მის ქვემოთ სიმაღლეს, თუ ხელს გავუშვებ მოკვდება, მაგრამ რომ მოითხოვს გაშვებას, იმაზეც ვფიქრობ რომ გიჟი ვარ მე და იქნებ მეჩვენება და რომ გავუშვა არ მოკვდეს, პირიქით მისთვის უკეთესი იყოს. თუმცა იმასაც ვხვდები რომ ესეც გიჟია და შეიძლება ვერ ხვდება, რომ თუ გავუშვებ მოკვდება.. მერე ისიც ვიფიქრე იქნებ ეს გამოცდაა, ვიღაცას აინტერესებს როგორ მოვიქცევი, გავუშვებ თუ არა.. ვერ გადამეწყვიტა ვერაფერი, ერთი ის ვიცოდი რომ გაშვება არ მინდოდა, მაგრამ ის მთხოვდა გამეშვა და რა უფლება მქონდა მისი ნების წინააღმდეგ წავსულიყავი, მაგრამ ვერც ვუშვებდი.. იქნებ ვინმემ იცოდეს რას შეიძლება ნიშნავდეს? გავიღვიძე და მაინც ვერ მივხვდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი...
|