#51033654 · 26 Jul 2017, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ სეკულარიზმთან დაკავშირებით. პრემიერმა გააკეთა ამაზე განცხადება. საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგებულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, გაუგებარია. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ბუნებრივია, ვერ გაიგებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.
პ.ს. არასეკურალური სახელმწიფოები მაინც არ ითქმის ევროკავშირის წევრებზე! სრული დემოკრატია არსად არის, მაგრამ არადემოკრატიული ქვეყანა არ ითქმის ზოგიერთებზე. ერთი სიტყვით: საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს სეკულარიზმი დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობა კი არა უფლებაა. უფლება კი შეგიძლია ან გამოიყენო ან არა.
|