#44268806 · 9 Apr 2015, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მინდა პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ. დღეს მე მოვიფიქრე გენიალური, ორ პუნქტიანი გეგმა რომელიც გადაგვარჩენს. თან მინდა დავამატო რომ ეს არის რეალური გეგმა და არგუმენტებსაც მოვიყვან.
1 პირველ რიგში როგორც კი მე ამირჩევთ მე შევუკვეთავ დიდი რაოდენობით(ჯობია მორჩეს ვიდრე დაგვაკლდეს) თეთრ ხალათებს. ამ ხალათების დარიგება მოხდება სრულიად უფასოთ ამ განყის წევრებისთვის.
2 როდესაც ყველანი შევიმოსებით ამ სპეციალური უნიფორმებით შემდეგ აუცილებელია ინდივიდზე მორგებული მკურნალობის პოლიტიკა. კონკრეტულად კი:
ა) უზერებს რომლებსაც უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა(ანუ უმრავლესობას) სრულიად უფასოთ დაურიგდებათ მანველიძის მგლები და ახალაიას სოხუმი ჩემი იერუსალიმია. მაინც ვერ გამოიტანენ აზრს და რა აზრი აქვს რას წაიკითხავენ, ამიტომ რომ არ მოხდეს ბიუჯეტის არამიზნობრივი გახარჯვა შევიძენთ ამ იაფფასიან ლიტერატურას. აქ ხაზს ვუსვამ ეკონომიკის სწორად წარმართვას.
ბ) მოხდება ჯგუფებად დაყოფა უზერებისა რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ვინმესთან მუდმივად დაპირისპირებაში ყოფნისა განურჩევლად მიზეზისა. ისინი გაიყოფიან და ითამაშებენ. ანუ დასაქმების პრობლემას სრულიად გადავჭრით.
გ) უზერებს რომლებსაც აქვთ ხოტბის შესხმის ნიჭი გადაეცემათ ფანდური, სურვილის მიხედვით რუსეთის ან ამერიკის დროშა და ბონუსად არჩევით ერთი პოლიტიკოსის სურათი რომელსაც ყოველ დღე გეგმიურად შეასხამენ ხოტბას. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ უფასოთ რძის პროდუქტებს და საარჩევნო ბუკლეტებს რომლებსაც აქამდე მეზობლებს ურიგებდნენ. ამ ქვეპუნქტით ჩვენ სრულიად ვაგვარებთ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში არსებულ პრობლემებს და გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე.
ეს არის პირველი ორი წლის გეგმა, მესამე ანუ გასაოცარი წლის წინა წელს უკვე გადავალთ ახალ გეგმაზე რომელსაც შემდგომში წარმოგიდგენთ ლაზიკის ლეიბორისტული შტაბის დიდ საპრეზენტაციო დარბაზში.
|