ეს თემა გადმომაქვს აქედან:
http://club.geurasia.org/index.php?showtopic=2077&st=0იმედია, იმ თემის ავტორები არ მიწყენენ, რომ 100%-ით დავაკოპირე მათი თემა.
=========================================================================================
მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორიოგრაფიის კორიფეები - ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია.
1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, შემოდგომაზე, ისინი იოსებ სტალინმა დაიბარა თავისთან, დაჩაზე...
რა, როგორ იყო, რატომ, რისთვის, რა შედეგი და ა. შ. - თავად ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერებიდან შეიტყობთ, თუკი გახსნით მიმაგრებულ ფაილს.
ძალზე საინტერესო მასალაა, რადგან კარგად ჩანს სტალინის აზროვნების სისტემა და მისი ხასიათი (ამას ვუმადლით ნ. ბერძენიშვილის ჩანაწერებს). ბევრი ახალი აღმოჩენა შეიძლება გააკეთოთ, თუ რა აზრის იყო სტალინი, მაგალითად:
- საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე და პიროვნებებზე;
- ორჯონიკიძის მიერ საქ. საზღვრის შეცვლაზე;
- ტაო-კლარჯეთზე;
- ახალგაზრდებზე;
- ისტორიულ მეცნიერებებზე;
- სომხების დამოკიდებულებაზე ისტორიისადმი;
- ებრაელების როლზე ომში;
- გერმანელებზე, ამერიკელებზე, ინგლისელებზე, იტალიელებზე;
- თურქეთზე და აზერბაიჯანზე
და მრავალი სხვა დეტალი.
ამ მასალით ცოტა უფრო სხვანაირი სტალინი წარმოდგება თქვენს წინაშე, ვიდრე ამას გვაჩვევდნენ ხრუშჩოვიდან მოყოლებული, პერესტროიკის გავლით ვიდრე დღემდე.
ეს მასალა შეკრიბა აწ განსვენებულმა ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ხოშტარია-ბროსემ. ბატონმა ედიშერმა აღნიშნული მასალა ჯერ 1998 წელს გამოაქვეყნა, 2003 წელს კი გაზეთმა "საქართველოს რესპუბლიკამ" გადმობეჭდა. ჩვენც ამ მასალას გთავაზობთ, რომელიც ინტერნეტში უკვე დიდი ხანია, აღარ მოიპოვება.
შესაძლო მცირე ხარვეზებისათვის ტექსტში ბოდიშს გიხდით.
ნიკო ბერძენიშვილი: სტუმრად სტალინთან
#186
ეს შეხვედრა მოეწყო შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭის მახლობლად, მაცესტაში, 1945 წლის ოქტომბერში. ქართველ დელეგაციაში შედიოდნენ: რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელი კანდიდ ჩარკვიანი, მკურნალი ექიმი, პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი, ისტორიკოსები – სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიძვილი.
ამ საინტერესო სამდღიანი (20-23 ოქტომბერი) შეხვედრის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილისეული დღიურები და შთამბეჭდილებები ამჟამად დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის #1676 ფონდში. მისი პირველი პუბლიკაცია აკადემიკოს ედიშერ ხოშტარია-ბროსეს ეკუთნის ჟურნალ `ცისკრის~ 1998 წლის პირველ ნომერში.
დურმიშხან ცინცაძე
მკითხველს ვთავაზობთ ნიკო ბერძენიშვილის მოგონებას ბატონ ე.ხოშტარია-ბროსეს ხსენებული პუბლიკაციის მიხედვით (მცირედი შემოკლებით).
***
ეს იყო 1945 წლის ოქტიმბერში. დიდომგადახდილი და გამარჯვებული ამხანაგი სტალინი ზღვის პირას ისვენებდა. ჩვენი წიგნი `საქართველოს ისტორია~ წაეკითხა ამხანაგ სტალინს და ავტორებთან შეხვედრა საჭიროდ დაენახა.
14 ოქტომბერს ამხ. კ.ჩარკვიანმა აწ განსვენებული აკად. ს.ჯანაშია და მე თავისთან გვიხმო. ამხ. სტალინმა სთქვაო, - `თუ ავტორები გაიზიარებენ, საქართველოს ისტორიის შესახებ რამოდენიმე შენიშვნა მაქვსო~, - თავისთან მიგიპატიჟებთ, თუ სურვილი გაქვთო.
19 ოქტომბერს გავემგზავრეთ და ოცში უკვე ამხანაგ სტალინის სტუმრები ვიყავით.
ჩვენი სტუმრობა 3 დღეს გრძელსებოდა. 23 ოქტომბერს უკან წამოვედით და ვიტყვი სხვების სახელითაც, გვწყინდა, რომ ასეთ მაპინძელს ვეთხოვებოდით.
დატვირთული მოვდიოდით ამხ. სტალინის საჩუქრებით – სახელმძღვანელო აზრებით საქართველოს ისტორიაზრ, ქართულ კულტურაზე, ლიტერატურაზე, სალიტერატურო ენაზე, ქართველი ერის განვითარების პერსპექტივაზე.
კერძოდ, ჩვენი საუბრის საგანი ამხ. სტალინთან იყო:
- ქართველთა წარმოშობისა და მათი მონათესაობის საკითხი ძველი აღმოსავლეთის კულტურულ ხალხებთან;
- საქართველოს ფეოდალური მონარქიის ხასიათის საკითხი, კერძოდ, საუბარი შეეხო, მახსოვს, დავიტ აღმაშენებელზე;
- საქართველოს გვიანფეოდალურ ხანაში, ანუ ქართველთა ბრძოლა დაბალი კულტურის ხალხთა (ოსმალურ-ყიზილბაშურ) გარემოცვასთან;
- ერეკლეს ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის და თავდადების როლი სახელმწიფოებრიობის დაცემაში
- ქართული საზოგადოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბების საკითხი ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში.
(1945) 19ჰ12 ნ.ბ
“სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო”…. . .
19.10. გამგზავრების დათქმული დღე. “ელეთ-მელეთები” მომდის. არავის ვუზიარებ, რომ აღარ მოეწყოს ჩვენი სტუმრობა, ხომ მკეხარობად ჩამომერთვევა. პირი გავითქვი: ქუთაისში ბარათაშვილის დღეს უნდა დავესწრო, მოდვავლინეს სიმონ და მე. . .
19.10. სადგურზე, წინამძღვრიშვილი სტეტოსკოპით. . . ამხ. კანდიდიც მოვიდა. ექსპრესი თბილისი-სოჩა. ამხ. კანდიდის ტაქტიანი უბრალოება-გულითადობა ჩემს ღელვას ანელებს. . . მაიმედებს ამხ. კანდიდისეული დახასიათება: ჩვენი მასპინძლის “ეპიური უბრალოება”. . .
Dაკვირვებული, ნიჭიერი, საქმიანი კანდიდატი გვესაუბრება მეოთხე, სტალინის ხუთწლედით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ. სასიხარულო პერსპექტივა. . .
20.10. წვიმიანი დილა. გაგრაში ეს ადგილები სამოთხეს რომ ჰგავს, ჯერ არ მინახავს. სადღაც აქ დაამარცხეს ჯიქებმა დადიანისა და გურიელის შეერთებული ლაშქარი. . . სასიამოვნო სანახაობას ანელებს მოღუშული დღე. ზღვა დაღვრემილია, თუმცა არ შფოთავს. გავიარეთ ბზიფი, კოლმეურნეობა “განთიადი” (პილენკორო). . . შფოთვა სულუფრო და უფრო შემიდგა: საცაა მივალთ. ზოგჯერ არა მჯერა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი დროის უდიდეს ადამიან ვნახავ. . . ადლერი, ხოსტა, მაცესტა, გვირაბი. . . ამხ. კანდიდი ვერ გვანუგეშებს: “ვფიქრობ, დღესვე მიგვიღებს ამხ. სტალინი”. ჩვენ გვერჩვივნა გადაგვედო ხვალისათვის. . . განაჩენგამოტანილივით ვარ გაბრუებული. ჩემი ჩემოდენა სასირცხო მეჩვენება: იქ წიგნები აწყვია. წამოვიღე რომ ამხ. სტალინთან საუბარში გამომადგებოდა.. . სვიმონს, ჩვეულებრივ დინჯს, ვუყურებ. Aმასაც ღელვა ეტყობა და მე რაღა მომივა. ..
სოჩა – სადგური. კოკისპირული წვიმა. გენერალ-ლეიტენანტი ვლასიკი და სხვები გავიცანით. ავტობუსში ჩავსხედით. მცირე ხნის შემდეგ მაცესტაში ვიყავით – “დაჩა #1”. ალაყაფი. პროფ. მიხეილ წინამძღვრიშვილი უკან ჩამორჩენაში მეჯიბრება. კოხტა, ორსართულიანი სახლის წინ გავჩერდით, ვესიბიულში შევდივართ. ჩემზე წინ შესულები პალტოებს იხდიან, ვიღაცას ხელს ართმევენ.. . სტალინი. ამხ. კანდიდმა ჩვენი თავი გააცნო. წინამძღვრიშვილს გაუღიმა. ხელი ჩამოგვართვა და ვლასიკას მიუბრუნდა: “Две комнаты наверху, две внизу. Разместите.” (სტალინი მოღლილი მეჩვენა. მეწყინა. . .) ამხ. ჩარკვიანი და წინამძღვრიშვილი ზევით მოეწყვნენ, მე და სიმონყ – ქვევით. უნდა დავისვენოთ.
სულ მცირე ხანი გავიდა და ამხ. კ.ჩარკვიანი შემოვიდა: ამხ. სტალინი გვთხოვდა. . .
როცა (ქვემოთ სართულში) მივედით, ამხ. სტალინი წინამძღვრიშვილს ესაუბრებოდა, ფეხზე იდგა. “სადიტეს’, ია პრივიკ სტაიაც’”. დავჯექით. დგას, ყალიონს აბოლებს, იღიმება – “А Вы Мачавариани помните?” – ეკითხება წინამძღვრიშვილს. “ნეტ.” “ჰმ. . . არ გახსოვთ”. . .
“Я вот имел несколько замечаний к вашей истории, точнее, два основных замечания”.
ჩვენი წიგნი წინ უდევს, გადაშლის. არ აკმაყოფილებს დასაწყისი თავი. მეტ გაბედულებას და გარკვეულობას სცნობს საჭიროდ ქართველთა მონათესავეობა-წარმოშობილობა-იგივეობის შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან: სუმერ-სუბარხეთა-ურარტუსთან. კართაგენი (“კართაშენი”) არ მიაჩნია ებრაელთა მონათესავეებად.. . ასევე ლიბიელები, ბასკები, ეტრუსკები.. . “ბერძნები გვიან მოვიდნენ. ეგვიპტელები მათ ავარებს, რაზბოინიკებს უწოდებდნენ.. . ყველაფერი ეს შესასწავლია.. . მეტი გაბედულობაა საჭირო. აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად თქვენ უკეთესი პირობები გაქვთ, ვიდრე დასავლეთ ევროპელთ. კავკასიური ენები, ეთნოგრაფია. . . ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ. . .(საბუთიანი გაბედულება მეცნიერებაში, დაურიდებლობა გაბატონებული აზრების დარღვევაში). სომხები გვიან მოვიდნენ, ალბათ მეჯოგეები, - ურარტუ დაიჭირეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეერივნენ”. . .
მარის თეორია ენის სტადიალობის შესახებ არა სწამს. ენის საკითხი ხალხთა მონათესავეობის გასარკვევად-დასადგენად უმთავრეს საკითხად მიაჩნია. . . ენის სტრუქტურა უაღრესად ინდივიდუალური და მყარ მოვლენად წარმოუდგენია. იტაცებს ქართულის განსხვავებულობა, კითხულობს ქართულისა და მთიანეთის იმიერკავკასიის ხალხთა ენების ურთიერთ დამოკიდებულების შესახებ. . .
ენის ფორმირებულობა ათასეულ წელთა შრომის ნაყოფად წარმოუდგენია (“Формирование языка - это результат тысячелетней работы”. იგონებს იმის შესახებ, მარმა რომ მას ორი წერილი მისწერა გრძელი პერიოდებით და აწეული სტილით. . . არ მიპასუხნიაო. სცნობს მაინც, რომ მარს ბევრი რამ საყურადღებოც აქვს.
პავლოვი სწამს, ორბელის ფიზიოლოგობას ეჭვის თვალით უყურებს. მეორე ორბელი, “სიძველეებს რომ აზის” (“Над архитектурными памятниками что сидит”), კიდევ უფრო არა სწამს. ..
ბებრუცუნა კომაროვი ორბელს გვჩრიდაო აკადემიის პრეზიდენტათო (კომაროვი “выступить словом не может, докладывать может”...). . . ძველი აკადემიკოსები არც ისე შეუვალ წმინდანებად წარმოუდგენია.
ჩვენი ისტორიის მეორე საკითხი ესაა მისი ბოლო. ჩანს ტექსტი ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს მკითხველზე, ჩვენ რომ გვინდა. საჭიროდ მიაჩნია, ბოლოში ითქვას საქართველოს არჩევანის შესახებ, რომ საქართველოს ფეოდალურმა დაშლილობამ და რთულმა საგარეო პირობებმა ბოლო მოუღეს, რომ ოსმალეთი და ირანი ყოვლად მიუღებელი იყვნენ: ერანის ხელქვეშ საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელქვეშ – ტურეჩინა – (ფეოდალური ურთიერთობის ყველაზე ბარბაროსული ფორმა. . .), რომ რუსეთი (არჩევანი), მართალია ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში – უმცირესი. არაფერი გვეთქმის, სავსებით სწორი შენიშვნაა (“То было зло, но в тех исторических условиях то было наименьшее зло”). სწორად მიმაჩნია ჩემი ფორმულა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო და რომ ის კვლავ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას. . .
(მაშასადამე, მე დამჭირდება მთელი აბზაცი ბოლო სპარსეთ-ოსმალეთის უკულტურობისა, საქართველოს ევროპულობისა და რუსეთთან მისი დაკავშირების პროგრესულობის შესახებ.).
წიგნს ფურცლავს. . .”ერეკლე კარგი კაცი იყო, საქართველოს გაერთიანებისათვის იბრძოდა. . .” წინამძღვრიშვილი გათამამდა (საუბარში მონაწილეობა თუ სურდა მიეღო.): ”А мне кажется, что тут Ираклий недостаточно выпукло показан”. რა გაეწყობა: მკითხველის შეუვალი უფლებაა. ამხ. სტალინი არ დაეთანხმა: “Нет, я думаю, что он достаточно выпукло показан”. წინამძღვრიშვილი მიდუმდა. . .
სააკაძე სწამს, თუმცა მის შეცდომებს კარგად ჰხედავს (ანტონოვსკაიას რომანი მოსწონს).
ორი-სამიოდე გრამატიკული ხასიათის შეცდომა აღნიშნა. კახური კილოს გავლენაც აღნიშნა: ”კიდევ” ნაცვლად ‘კი”-სა. ტერმინი “ჭიდილიც” მიუღებლად მიაჩნია მე-14-ე საუკუნისათვის. . . რუკების ფერებში მიცემას სცნობს საჭიროდ: სათავრობის საზღვრებს. . .
დავით აღმაშენებელი მოსწონს. . .
სადილზე მიგვიწვია. მსახური ქალი სუფრას შლის. . . ამხ. სტალინი დადის. . . გორის სასულიერო სასწავლებელს და სემინარიას იგონებს. წინამძღვრიშვილიც ცდილობს მოიგონოს რამე წარსულიდან. . . ფერაძე, მახათაძე, აბაშიძე, ქელბაქიანი, ქოქიაშვილი. . . (შემთხვევები: “ფერაძე-გლახაკი, მახათაძე-დამცველი, სინდისიერი, აბაშიძე-ჟანდარმი. სემინარიელებმა შეხვედრა რომ მოუწყეს “შედლუხით”. . .) ილურიძე-საინტერესო ტიპი. კეთილი, პროგრესული, ოდნავ ახირებული: “ რუკები მოგვცა დასახატავად. Kკარგად დავხატე. აიღო ჩემი ნახელავი. აქებს, ცამდე აყავს. თან თვალს მადევნებს. მე თავი გამოვიდე. . . გაათავა. დამიძახა: ”это я тебя хвалил несчастный” და ერთი დამიწერა: ჩანს ჩემი თავგამოდება არ მოეწონა”.
იგონებს სხვადასხვა შემთხვევებს, ეპიზოდებს. წინამძღვრიშვილიც გაიხსენებს ქოქიაშვილის (ქიზიყელი, ყოვლად უნიჭო, მშრომელი) თავგადასავლებს. “წიგნს თავში იცემდა, რომ შინაარსი დახსომებოდა. (გამოცდების წინ ღვთისმშობელს შეევედრა: თუ ხვალ დამეხმარები და გამოცდას ჩამაბარებინებ, კელაპტარს დაგინთებო. ჩაიჭრა, მოვიდა და ღვთისმშობელს უთხრა, კვლაპტარს კი არა ჩემ. . . დაგინთებო”.
სტალინი გაიხსენებს შემთხვევას ერთი სემინარიელის კეთილშობილი საქციელის შესახებ. მას აკრძალული წიგნი (ლეტურნო) დაუჭირეს. წიგნი სტალინის იყო. ის ყმაწვილი არ გატყდა. სტალინმა ურჩია გატეხილიყო. არა ქნა. “ის ლოტი ერთი ვინმე იყო. არავის სჯეროდა, რომ წიგნი მისი იყო, მაგრამ რას იზამდნენ, არა ტყდებოდა. გარიცხეს, მაგრამ უფლება დაუტოვეს გამოცდების ჩაბარებისა მაისში”. მადლობა უთხრა სტალინს – “წავალ, ჩემს ნებაზე ვიქეიფებ მაისამდეო. . .”
სადილი გააწყვეს. . . ხუთნი ვართ. სტალინმა თეფშებს ხუფები ახადა, ღვინოებსაც გადახედა. კონიაკი დაისხა. შემოგვთავაზა. მიგვიწვია. დაჯდა და სადილს შეუდგა. ჩვენც ასევე მოვიქეცით.
7 ნ.ს.ვლასიკი, 1919 წლიდან სტალინის დაცვის მეთაური. 1952 წ. დააპატიმრეს.
(გაგრძელება იქნება).
(с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”
(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
#187
გვმასპინძლობს ამხ. სტალინი, გვთავაზობს, თამადობს, ოხუნჯობს მოკლედ (გაჭიანურებული არა უყვარს რა). შიგადაშიგ საქმიანი საუბარიც ჩამოვარდება კანდიდსა და ამხ. სტალინს შორის. ბასრივით ჰკვეთს (ყოველი აზრის დოკუმენტირებულება აუცილებელი მოთხოვნილებაა. “я думаю”-ს საბუთი უსარგებლო ლაყაბის სინონიმია. . .”) ამხ. კანდიდი საქმიანად, ტაქტიანად, საბუთებით და მტკიცედ უდგას. ამხ. სტალინს მოსწონს ის. . . საქმიდან უმალ თამადობაზე გადადის. სადღეგრძელოს გვიშენს – (სადღეგრძელოები სუფრაზე მსხდომთ არ სცილდება). სადილი გავათავეთ, დასასვენებლად წავედით. რა დამასვენებს. სიხარულის მღელვარებამ ისე მომიცვა, რომ მხრებში ფრთებსა ვგრძნობ. არც სიმონს აქვს დასვენების ხალისი. ვსაუბრობთ შთაბეჭდილებებზე. . .
8 საათზე ისევ ამხ. სტალინთან ვიყავით. ჩაი გაეწყოთ; ჩვენი ისტორიის გარშემო საუბარი გრძელდება. საკითხი ისევ უძველეს ნაწილს შეეხება: გაოცებს, როდის იკითხა ეს ლიტერატურა აღმოსავლეთის ისტორიიდან. . . სახელმძღვანელო მითითებებს იძლევა. . . რუკების საკითხს კვლავ ეხება (სიმონის თხოვნით): - საჭიროთ მიაჩნია, კრიტიკული მიმოხილვა ჩაერთოს (პეტიტით), საქმიანი კრიტიკით ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ინდოევროპეისტულად გამშუქებელთა თეორიებისა (კითხულობს, თუ სადაა ჰროზნი, არ მოსწონს ლემან ჰაუპტი). . .
ჩაის მოვრჩით. კანდიდი თავის ოთახში გავიდა (რაღაც სურდა მოეტანა). სიმონმა ისტორიის რუსული თარგმანი მიართვა ამხ. სტალინს. Mმან ეს საქციელი ისე გაიგო, თითქოს მისი შენიშვნები ჩვენ მისაღებად არ მიგვაჩნდეს. ღიმილით იკითხა. სიმონმა შესაფერად უპასუხა. ამხ. სტალინმა მაშინ სთქვა: “Что у вас хорошая книга выйдет”. ჩვენთვის ამაზე უფრო მაღალი შეფასება წარმოუდგენელია. ჩვენი სიხარულიც გასაგებია. ჯერ კიდევ ჩაის დროს ამხ. სტალინმა შენიშნა, რომ წიგნის აპრობირების შესახებ იქ არაფერია. ეს არ მოეწონა. მოითხოვა, რომ ეს წიგნი აპრობირებული იყოს სახ. კომისართა საბჭოს მიერ. (განსახკომის აპრობაცია არასაკმაოდ მიიჩნია და დასძინა: “Ведь по этой книге должны будут рაвняться истории Украины Белоруссии и других республик”). ამხ. სტალინის განცხადებით, დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არავითარი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორია არ არსებობს.
23.10. 3 საათია. ამხ. სტალინთან გამოსამშვიდობებლად მივდივართ.
(დანარჩენს თბილისში ჩასვლისას დავწერ).
(სსრკ ხალხთა ისტორია შემუშავდება მას შემდეგ, რაც თითოეული რესპუბლიკის ისტორია შემუშავებული იქნება. სიმონის შენიშვნაზე, რომ “საბჭოთა კავშირის ისტორიის” მუშაკნი (ავტორები, პროფესორები-ლექტორები) ამ ისტორიაში ახალ შინაარსს არა სდებენ, არამედ რუსეთის ისტორიას ჰგულისხმობენ და რომ, მათი აზრით, გამოდის, მხოლოდ სახელი შეიცვალა, - სტალინმა დაურთო: “Да, история России без Украины и Белоруссии”. ხოლო სახელის შეცვლის შესახებ ღიმილით და არცთუ უირონიოდ შენიშნა: “Да, перемена этого названия нам стоило двух революций, но ведь революции происходят не из-за названий”. (აზრი ეს იყო, შეიძლება, სიტყვასიტყვით არ იყოს გადმოცემა).
ლაპარაკი იყო ურარტუს სომხურ თეორიაზე. სტალინის აზრი ნათელია: სომეხთ მოსვლამდე იქ მაღალი კულტურის ხალხი ცხოვრობდა, მომთაბარე სომხები მოვიდნენ. სომხურ თეორიას საფუძველი არა აქვს. სომხები ინდოევროპული ენის ხალხია ლყბლყ. იშქ-სუფიქსალური წარმოება –მიყვარს, გიყვარს (სტალინის მაგალითებია) “смешанные с грузинами”. ამხ. სტალინის “გრუზინი” უფრო ფართე ცნების შემცვლელია, ვიდრე ჩვენ გვესმის, უფრო ფართე, ვიდრე ქართ-ზან-სვანური. ამხ. სტალინ გრძნობს საჭიროებას ამ ტერმინის გაფართოებისას (ისტორია მეცნიერებაა, ჭეშმარიტებაა, ის საფუძვლიანი სილოგიზმია, რეალური და არა ფორმალური და ამდენადვე ის თანამედროვეობასთან სრულ თანხმობაშია. მეცნიერს უნდა ჰქონდეს უნარი ამ თანხმობის აღმოჩენისა. . .).
ჭეშმარიტებაა – ტერმინი “ქართველი” უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით. . . (ჰკითხავდა სიმონს: შეიძლება –ხეტსკო-გრუზინსკაია გრუპპა ნაროდოვ.
სიმონი შეყოყმანდა: გრუზინსკაია - ერთობ გაბედული ეჩვენა. “боитесь“, - ჩაიღიმა სტალინმა. . .
ერთხელ სთქვა (არ მაგონდება, რას მოაბა) “Ведь Грузия самостоятельна экономически и культурно” - სახელმძღვანელო გამოთქმაა.
აინტერესებს ტფილისის მოსახლეობის შედგენილობა, ქართული მოსახლეობის მოძრაობა ტფილისში.. . როცა ამხ. ჩარკვიანმა უთხრა, რომ ქართველები მეტნი არიან, ვიდრე სხვა რომელიმე ერის მცხოვრებნი, მან შენიშნა: “а всё-таки, грузины не имеют абсолютного большинства..” აინტერესებს ქართველთა ჩამოსახლების საქმე ახალციხის მხარეში, ქლუხორის, იალბუზის, ახალი ხევის რაიონებში.
აინტერესებს, შრომობენ თუ არა აჭარლები, ქობულეთელები, მათი ქალები. . . აღნიშნავს, რომ აფხაზები უსაქმოები არიან. . .
იწონებს ჩვენი მთავრობის ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სკოლებში (გაქართულებას).
ქებით იგონებს ჩრდილო ოსების ყოფაქცევას ამ ომის დროს, აღნიშნავს აღმაშფოთებულ ქცევას ჩაჩან-ინგუშებისას და მათ ღირსეულ დასჯას. . .
ოსმალეთის ემისრების მუშაობის შედეგი ყოფილა იმ უბედური ადიღელების თუ ჩაჩან-ინგუშეთის ასეთი ქცევა. . . ეხლა კი ოსმალეთი დაწვა და ორივე ფეხი აიშვირა. . . (აღნიშნავს სპარსეთ-ოსმალეთის უკულტურობას) როგორც ახლა, ისე მთელი გვიანფეოდალური ეპოქის სიგრძეზე (ამ გარემოებას მე უნდა ხაზი გავუსვა ისტორიაში).
აინტერესებს ჩვენი ენათმეცნიერება, ახლო აღმოსავლეთის შესწავლის საქმე (აქედან ჩვენ სახელმძღვანელო დასკვნები უნდა გავაკეთოთ). აინტერესებს ჩვენი უნივერსიტეტი, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები (ასე გრძნობ: სურს გაიგონოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, არც ერთ პირველთაგანს არ ჩამოუვარდება. . .).
აინტერესებს ჩვენი მედიცინა (უკმაყოფილოა მოსკოველი ექიმებით: საძაგელ სერვილიზმს იჩენენ). აინტერესებს ქართული მეცნიერება საერთოდ, გვაქვს თუ არა მეცნიერების ყოველ დარგში შემუშავებული ტერმინოლოგია.. .
აინტერესებს ქართული ლიტერატურული ენა:
საჭიროდ და დროულად მიაჩნია ენის უნიფიკაცია, ილია, ვაჟა – საფუძველი უნდა იქნეს უნიფიცირებული ენისა (გმობს კოწიას რეფორმატორობას, მისი ალაგმვა საჭიროდ მიაჩნია. უწონებს კოწიას მუშაობის უნარს, მხატვრულ ალღოს).
საჭიროდ მიაჩნია გამოყენებითი გეოლოგია-მინერალოგია (თვალჭრელიძე), მაგრამ ასევე საჭიროდ მიაჩნია თეორიული გეოლოგიაც (ჯანელიძე).
სერვილიზმით დავადებული ექიმების მსხვერპლი გახდა შჩერბაკოვი. მკვლელი ექიმების მსხვერპლი შეიქნა გორკი. . .
სძულს სტალინს ზოგადი ფრაზები, უსაბუთო მსჯელობა. . . “ეს სენი უმთავრესად კომუნისტებს სჭირთ: მსოფლიო მასშტაბით მსჯელობა უყვართ, დიალექტიკურ მატერიალიზმზე მსჯელობენ და საბუთიანს კი ორ სიტყვასაც ვერ იტყვიან, წიგნიერს ოქმსაც კი ვერ შეადგენენ. ორგანიზატორობის პრეტენზიებიც აქვთ. . . “იგონებს ბუხარინის პრეტენზიებს. “შარვალი ვერ აუწევია, მუდამ ჩავარდნილი ჰქონდა, არ მახსოვს, სხდომაზე ვყოფილიყოთ და ან კალოში ან პალტო, ან ქუდი სხვისი არ ჩაეცვას და ასეთი საწყალი ორგანიზატორობას იჩემებდა”. . .
საჭიროდ მიაჩნია ამხ. სტალინს ჩვენი ახალგაზრდობის სწავლის დაგეგმვა. “Мы же государственное хозяйство планируем, а хозяйство без людей разве бывает?”. არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ჩვენი ახალგაზრდები საექიმო ფაკულტეტს ეტანებიან, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია სხვა ფაკულტეტების გაძლიერება: იურიდიულის, ისტორიულის, საინჟინეროსი. “ჩემმა ქალმა აიჩემა, მინდა საინჟინროზე შევიდეო. მე კი დავატანე ძალა და საისტორიოზე შევიყვანე. ეს მეტად საჭირო დარგია. კარგ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენ აქედან მივიღებთ”.
საჭიროა იურიდიული დარგის გაძლიერება. ჩვენ მრავალი იურისტი გვჭირდება. საქმიანი საბუთების წესისაერბ შედგენა, გამოთქმის სიზუსტე, ასე უგულებყოფილი რომაა, უნდა შემოვიდეს. . . (ჩვენი მხედრები ომს შეეჩვივნენ, ომის საქმე ისწავლეს, ხოლო დიპლომატიის კი არა იციან რა და ხშირად სახიფათო შეცდომებს უშვებენ. . .)
(ამხ. სტალინი ყოვლად უცხოა უხეში დაძალებისაგან კოლმეურნეების მიმართ. დაინტერესება, მატერიალური დაინტერესება აქ გადამწყვეტი ხასიათის მოვლენა უნდა იყოს).
არ მოსწონს ამხ. სტალინს სომეხთა ტრაბახი ისტორიაში (საერთოდაც აღნიშნავს, სომეხთა ამ მხარეს) და ხსნის ამ გარემოებას იმით, რომ ისტორიის მიერ სომხები განებივრებულნო არასოდეს ყოფილან, ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთ.
ოსმანეთის ჩამორჩენილობას აღნიშნავს, ადარებს საბჭოთა აზერბაიჯანს და უკანასკნელი სამჯერ უფრო მაღლა მდგომად მიაჩნია. . .
კაფტანოვის ავტორიტეტულობაზე ჩვენი უნივერსიტეტის შეფასების საქმეში ეღიმება. . . არც ვიღაც მადიარის ავტორიტეტულობის სწამს ბიოლოგიის თუ ქიმიის დარგში (სიმონმა რომ მოიტანა). . . საერთოდ, ავტორიტეტებს არ სწყალობს. . . მას, სულ სხვაგვარი საბუთები სჭირია. ეს საბუთიანობა თვითონვე ხშირად სახუმაროდ გამოაქვს.
22.10. 5 საათზე უსტალინოთ ვისაუზმეთ. კორიდორში გამოვიდა და შემთხვევით ამხ. სტალინს შევეყარე. ხელში გაზეთი მეჭირა. შემომხედა, გამიღიმა, მკითხა: ”რა ამბავია, ქვეყანაზე”. “მშვიდობა - მეთქი”, მოვახსენე მეც ღიმილით. “სჭამეთ რამე.” – “დიახ, გეახელით – მეთქი.” “არა მჯერა”, - მიპასუხა და დაურთო: “А где документ.” – გაიცინა და წავიდა.
აინტერესებს ამხ. სტალინს სიმღერა. მოსწონს განსაკუთრებით გურული სომღერა. აღნიშნავს, რომ სიმონიშვილი გურული სიმღერის კარგი მცოდნეა, მაგრამ სწუხს, რომ სახალხო სიმღერა გურულებს კამერულ სიმღერად გადაუქცევიათ. . .
მოსწონს პაჭკორიას თაოსნობა გუნდის ორგანიზებაში.
აინტერესებს ამხ. სტალინს ქართული ეთნოგრაფია (სახვნელი იარაღის ისტორია). ისტორიული პრობლემების გადაწყვეტისას ეთნოგრაფიის დიდ მნიშვნელობას აღიარებს. . .
აინტერესებს ჩვენი არქეოლოგია. დიდად მოეწონა ნივთები. ყურადღებით ისმენს ბაგინეთის გათხრების შესახებ ცნობებს. . . საჭიროდ სცნობს არქეოლოგიური გათხრების კიდევ უფრო მეტ ინტენსივობას, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში. . .
(გაგრძელება იქნება).
7 განათლების სახალხო კომისარი.
(с) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”(с) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
#188
ოსმალეთის საქართველო, ჩანს, ღრმად სტკივა. . . იშხანს ეძებს რუკაზე (სურათი ვაჩვენეთ). . . აქ სიტყვაძუნწობს. E.თაყაიშვილის წიგნს – “არქეოლოგიიური ექსპედიცია თორთომის ხეობაში” – ათვალიერებს. . . “ეს ყველაფერი ეხლა განადგურებული იქნება”. . . ლაპარაკობს ლაზთა შესახებ. მათი ენის შესახებ ჰკითხულობს. აღნიშნავს მათ ზღვაოსტობას, გამრჯელობას. . . აღნიშნავს ქართულ მოსახლეობას სმირნის ახლო, სტამბოლის ახლო. ..
ახასიათებს ქართველ ტომებს: ქიზიყელებს, ქართლელებს, განსაკუთრებით უყვარს გურულები. 1902 წლიდან იგონებს გურული მუშების გამბედაობას, 1905 წლიდან გურული გლეხების გულწრფელობას, მენშევიკთა გურულ შედგენილობას (იგონებს ნოე ჟორდანიას: “ნოე-პეტრეს”, “ნოე-ხუნხუზას”, ბენია ჩხიკვიშვილს, კარლო ჩხეიძეს – პატიოსნების ნიმუშად, კაკი წერეთელს, ლორთქიფანიძეს, არსენიძეს).
იგონებს კამათს გურიაში (ჩოხატაურში, ხიდისთავში). იგონებს თაგუნას, ნიჭიერ კაცად სთვლის: “Да, он только юрист был”), - შენიშნავს ამხ. ჩარკვიანს, რომელიც თაგუნას იუმორისტობას აღნიშნავს მხოლოდ. . .
კუე-ს ლექსს (თაგუნას მიაწერს) იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მოქნილი და მომჭირნეა ქართული ენა, ქართული ზმნა: გავა, ჩავა, წავა, ავა, მივა, დავა. . .
იგონებს თავის ბავშვობას, ხელის ტკივილს, ხალხურ მკურნალობას (თურმანიძეს), სასულიერო სასწავლებელში შესვლის მიზეზს (ჩარკვიანი ხუცესი ცხრამუხიდან და სტალინის მამა).
სემინარიაში ცხოვრებას იგონებს. Qელბაქიანს, ქოქიაშვილს. . .
იგონებს თავის ავადმყოფობას (ტიფს შებრუნებითს) ციხეში, გადასახლებაში. . .
იგონებს ტურუხანის მხარეში ცხოვრებას. Gაყინვას, 18 საათს ძილს. . .
იქაური გლეხების ცხოვრებას. Mეფის მოხელის მისვლას, წელიწადში ერთხელ გამოთრობას. . .
იგონებს ანეკდოტს იმის შესახებ, თუ გლეხი როგორ უფრო ძვირად აფასებს ოთხფეხ საქონელს, ვიდრე ქალს. Aჯავრებს მოხისელებს (დანა ერდოზე, ძროხა დასაკლავად კიბეზე მიყავთ. ჩვენი მამა-პაპა ასე შვებოდაო. . .). . .
იგონებს მოპასანის მოთხრობას იმის შესახებ, რომ საფრანგეთშიც გლეხი ხბოს უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე საკუთარ ქალს. . .
ახასიათებს პოლიტმოღვაწეებს: კარლო ჩხეიძეს, ხომერიკს, რამიშვილს, ჟორდანიას, წერეთელს. . . ახასიათებს რუზველტს, ჩერჩილს, ეტლის, ტრიუმენს, ბორნსს, ბევინს. . .
აღნიშნავს რუსის ჯანმრთელობა-გაუტეხლობას, გერმანელთა ჯანსაღობას, ინგლისელ-ამერიკელების ჯანსაღობას (მათ კარგ კვებას, რეჟიმს, ჰიგიენას-აბაზანა დღეში სამჯერ), ამერიკელთა მოუხეშაობას (ტექნიკაში), იტალიელთა ჩიაობას, ხოლო ტექნიკაში წარმატებულობას. გერმანელთა დიდ დამშევას, სუროგატებით კვების შედეგად დასუსტებას. სტალინგრადელი გერმანელების ტყვეების ნახევარი გაწყდა: ნაშიმშილევზე საჭმელი ვერ იგუეს. . .
რუმინეთს დიდ მომავალს უქადის; მდიდარი ქვეყანა (ტყე, პური, ღვინო, ნავთი, ნახშირი).
აინტერესებს საქართველოში სარწყვავებუ (რუკაზე ეძებს), დადებითად უყურებს სამგორის პრობლემას (მოითხოვს მხოლოდ, რომ ბამბა საქართველოშიაც სთესონ). . . აინტერესებს საქართველოს შეძენილი რაიონები. . . აინტერესებს მეტალურგიის, ავტომობილების ქარხნისა ქუთაისში, ელექტროენერგიის საკითხები. . .
ჩაი და ჩაის რაიონები, მათი მომარაგება.
აინტერესებს მეცნიერ-მუშაკთა ცხოვრების და მუშაობის პირობები. . . ამისთვის მოვიცლით ეხლაო. . . “Мы не могли уделить должного внимания научным работникам, много их потеряли, они безработно, тихо гибли”
იგონებს (არ ვიცი რასთან დაკავშირებით) ლადო კეცხოველის ძმას ვანოს, სძულს ის “უსინდისო”, თავს რომ ბოლშევიკს უწოდებდა – “რახუნა”. . .
ეთანხმება ჩარკვიანს, რომ დღეს კახეთი ისევ უმდიდრეს კუთხედ რჩება საქართველოში. მაგრამ ციტრუსების განვითარებით, უნდა ვიფიქროთ, რომ დასავლეთ საქართველო ჩამოართმევს მას პირველობას. . .
სწუხს ზაქათალის შესახებ. სერგოს ამტყუნებს. ეროვნული საკითხისადმი კომსომოლური მიდგომის შედეგიაო, ბორჩალოს გადაცემა სურდა სომხებისთვისო. . .
=======================
სრულად იხილეთ თანდართულ ფაილში ან ზემოთ მოცემულ ბმულზე.
ჩემი კომენტარი კი ასეთია: ერთი ადამიანი, გენიოსიც კი ერთია და ის ვერ შექმნის დემოკრატიულ სისტემას, შედეგად კი ვერ მიიღებს გრძელვადიან შედეგებს. ამისათვის საჭიროა გუნდი, ელიტა, საზოგადოება, ხალხი. ხოლო თუკი 3-4 პოლიტიკური პარტია შეეჭიდება ერთმანეთს, მთლად უკეთესი.
This post has been edited by Denmark on 7 Apr 2015, 12:57
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 243 )
Niko_Berdzenishvili_Stalinze.doc