ივანიშვილი: მარგველაშვილის ყველა დამცველსა და მას პირადად ვიწვევ, გააკეთონ განმარტებები
ივანიშვილი: მარგველაშვილის ყველა დამცველსა და მას პირადად ვიწვევ, გააკეთონ განმარტებები
22:24 / 05.04.2015
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-ში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა, კონკრეტული პრეტენზიები ჩამოაყალიბა და მარგველაშვილი და მისი ყველა დამცველი განმარტებების მისაცემად გამოიწვია.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, კითხვები რამდენიმე მიმართულებით ისმის. მისი თქმით, არჩევიდან მეორე დღესვე, ის დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელიც დღეს უმრავლესობას წარმოადგენს და რომელმაც მოიყვანა ის პრეზიდენტად.
„მის პოლიტკორექტულობაზე სერიოზულ კითხვებს სვამს მისი საპრეზიდენტო სასახლეში შესვლა, მისი მუდამ მომარჯვებული ვეტო, ნიუ იორკში წასვლაზე მისი ჭირვეულობა და აშკარად გაუგებრობაში შესვლა, ასოცირებაზე ხელმოწერაზე მან დემონსტარციულად გადასცა პრემიერს ის, რაც მას არ ეკუთვნოდა, ძალიან ბევრ გაუგებრობაში მოყვა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ოპოზიციაშია, ყველაზე კარგად „თავისუფალი დემოკრატების“ოპოზიციაში გადასვლის დროს გამოჩნდა.
„ოპოზიციაშია გუნდთან და ვერ ამხელს, გამხელას ერიდება, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება.
ყველაზე კარგად, გამომჟღავნდა, როცა დემოკარტები გამოეყვნენ კოალიციას, მანამდე მას კოალიციის წვერებთან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია არ ჰქონდა, ალექსი პეტრიაშვილთან ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა, როგორც კი გადავიდნენ ოპოზიციაში, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და პარლამენტის სხდომაც ურიგო დაუნიშნა, რითაც გააფორმა, რომ უმრავლესობასთან ოპოზიციაშია“- განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაც გააკრიტიკა.
„პარლამენტში მის გამოსვლაშიც ყველა მისი პოზიცია იმეორებს ოპოზიციის განცხადებებს - საყდრისთან, დევალვაციასთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.
პოლიტოლოგები და მისი დამცველები ამბობენ, რომ ეს არ არის კანონდარღვევა, მას ამის უფლება აქვს. ყველა მის დამცველსა და მას პირადად ვიწვევ, რაც მე ჩამოვთვალე, გააკეთოს განმარტებები, რას ნიშნავს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
http://info9.ge/politika/115508-ivanishvil...html?lang=ka-GEრა უნდა ამ კაცს იცით ვინმემ და თვითონ არ აგარჩევინათ მარგველაშვილი? ღარიბაშვილივით მის დაკრულზე არ ცეკვავს მარგველაშვილი და მე ლიჩნად მომწონს ეს.
პატივცემულო ბიძინა,მიხედეთ თქვენს “ზოოპარკს“ და ნუ გაგვიტრაკეთ საქმე რა.
* * *
რა უფლება აქვს მარგველაშვილს 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს? მე უკვე გავაკეთე მინიშნება - ივანიშვილი
23:21 2015-04-05
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო სასახლის ხარჯები დაუთვალა. იავნიშვილს აინტერესებს, აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს ეს ხარჯები გაწიოს?
პრეზიდენტს შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის - ეს განხადება ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში გიორგი მარგველაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში გუნდთან და ამას ვერ ამხელს. ივანიშვილმა მარგველაშვილის ,,ჭირვეულობები“ ჩამოთვალა, მათ შორის ნიუ-იორკში ვიზიტი, ასოცირების ხელმოწერაზე წასვლა და ა.შ.
,,დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა.", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი მარგველაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ყოფნას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც შეეხო. მისივე თქმით, არსებოსბ კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ.
"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს... ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა.
http://newposts.ge/?l=G&id=70951-%E1%83%9B...E1%83%98%2C%252ვახ,ამან სერიოზულად გაუბერა მე მგონი.