ცუდი ამბავია ბიჭებო.
http://www.frozencpu.com ერთერთი საუკეთესო საიტი იყო, სადაც მოდინგის და გაგრილების, განსაკუთრებით წყლის გაგრილების ყველანაირი ნივთების ყიდვა შეიძლებოდა, როგორებსაც ვერც იბეიზე და ვერც ამაზონზე ვერ ნახავთ.
ეს საიტი აღარ მუშაობს. ყიდვის ფუნქცია ისევ დარჩა, მაგრამ თუ რამეს შეიძენთ, ნივთი აღარ გამოიგზავნება და დაიწყება ხანგრძლივი წვალება თანხის დასაბრუნებლად.
როგორც ფეისფუკზე წერენ, მალე განვაახლებთ მუშაობასო, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებულები არიან და აღსდგებიან თუ არა, დანამდვილებით ვერავინ ამბობს.
არადა რამდენი კარგი რამე მაქვს ნაყიდი ამ საიტიდან და კიდევ ბევრი ნივთის ყიდვას ვაპირებდი
This post has been edited by Anonimous@Server on 9 Apr 2015, 20:56