#44274620 · 9 Apr 2015, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც პატივცემულ საზოგადოებას მოეხსენება,ვიღაცამ მოინდომა ბატონ იურას დაშინება და შვილის საფლავზე ხლაპუშკა აუფეთქა. სამწუხაროდ ბატონ იურას გულმა ამ პროვოკაციას ვერ გაუძლო და იგი მოკვდა. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ვინმე სუსანაშვილი და რამოდენიმე სპეცრაზმელი. გთავაზობთ სუსანაშვილის ჩვენებას და ველი თქვენ კომენტარებს:
"შემოვიდა მამუკა ვასაძე და მითხრა, რომ იურა ვაზაგაშვილი არის შენი მოკლული და აღიარეო. მე ვუპასუხე, რომ ამ საქმესთან საერთოდ კავშირი არ მქონდა. მან კი მიპასუხა, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარის სახელურზე შენი დეენემ-ი ამოვიდა და არც დაუმალავს თუ საიდან. გასულ ღამეს გენერალურში რომ მოგაშარდინეს და დეენემ-ი აგიღეს, როგორ ფიქრობ, არ ამოვიდოდაო? საინტერესოა, საიდან იცოდა მამუკა ვასაძემ ჩემი პროკურატურაში მიყვანისთანავე, დღის 3 საათზე, რომ ჩემი დეენემ-ი იყო ხელყუმბარის სახელურზე, მაშინ, როდესაც ნიმუშიც კი არ ჰქონდათ აღებული." * * * ქოცებო,გამეცით პასუხი,ეს ამბავი მართალია?
|