შს სამინისტროს გენინსპექცია საჩხერეში მომხდარი ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევას ატარებს
14:31 08-04-2015
შს სამინისტროს გენინსპექცია საჩხერეში მომხდარი ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევას ატარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში მომხდარი ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გავრცელებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, რის შემდეგაც შსს შეძლებს კომენტარის გაკეთებს.
არსებული ინფორმაციით, საჩხერეში წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის შენობის მიმართულებით ისროლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციის შენობას საჩხერის პოლიციის უფროსმა, რეზო კობახიძემ ესროლა.
საჩხერის გამგებელმა, მალხაზ ბაზაძემ სროლის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებს, რომ პოლიციის შენობის მიმართულებით ნამდვილად პოლიციის უფროსმა რეზო კობახიძემ ისროლა.
IPN