#44277996 · 10 Apr 2015, 10:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. ჩემს პატარას შევამჩნიეთ თვალების კანკალი/ციმციმი ჰორიზონტალურად 1თვემდე ასაკში.ნევროპათოლოგთან მივიყვანეთ, მაგრამ მაშინ გვითხრა 3 თვის მერე თვითონ გაუვლისო, ნისტაგმი საერთოდ არ უხსენებია.ეხლა პატარა 2,5თვისაა და რთქმაუნდა 3 თვეს ვერ დაუცდიდი და გუშინ მივიყვანე სხვა ნევროპათოლოგთან, მან გასინჯა და სხვა ყველაფერი კარგად აქვს უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ნისტაგმი აქვსო, ჩემს კომპეტენციაში არ შედის ეგ და ოფთალმოლოგთან წაიყვანეთო.გუშინ ოფთალმოლოგთან არ წამიყვანია.რუსულ ფორუმებს გადავხედე და იქ ვნახე ინფო, რომ ოფთალმოლოგი არაფერ შუაშია ეგ ნევროპათოლოგის პაციენტია.თქვენ რას ფიქრობთ პირველად რომელთან წავიყვანო?ან იცით თუ არა ვინმე საუკეთესო ექიმი რომელია თბილისში? ჩვენ შემთხვევაში ინსტაგმი გენეტიკურ ხასიათს არ ატარებს,არავის არაფერი მაგდაგვარი არ გვჭირს,მშობარობის ტრავმაც არ გვგონია, მუცლადყოფნის დროს დედას არავითარი ვირუსი არ ქონია და მედიკამენრტებსაც არ იღებდა. როცა ღვიძავს მაშინ აკანკალებს, როცა ძინავს მაშინ არა, ჭამის დროსაც არ აკანკალებს.თავიდან თვალებს ქაჩავდა და ისე აკანკალებდა (ვფიქრობთ უფრო მეტად) ახლა თვალებს თითქნის აღარ ქაჩავს და ციმციმსაც ვფიქრობთ მოუკლო. დაგვაკვალიანეთ გთხოვთ თუ ვინმეს გამოუცდია ასეთი რამ.
|