გინდათ ჩამოვთვალო მიზეზები, რის გამოც არ შეიძლება უკანონო სექსი (ვედური კულტურის მიხედვით)?
ოღონდ თუ მართლა გაინტერესებთ, თორემ ინფორმაციის უაზროდ ქექვა მეზარება
* * *
ჯერ-ჯერობით მოვიყვან ციტატას წიგნიდან
"სრულყოფილი კითხვები, სრულყოფილი პასუხები" სადაც შრილა პრაბჰუპადას და ბობ კოენის კითხვა-პასუხებია მოცემული:
ბობ კოენი: მე ზაფხულის ბოლოს ვქორწინდები, როცა ამერიკაში დავბრუნდები. ერთგულები ამბობენ, რომ სექსი დასაშვებია მხოლოდ ქორწინებაში და ისიც ბავშვის ჩასახვის მიზნით. მე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევასრულო ეს ყველაფერი; და როგორი უნდა იყოს იმ ადამიანის სქესობრივი ცხოვრება, ვინც მატერიალურ სამყაროში იმყოფება?
შრილა პრაბჰუპადა: ვედური სისტემის მიხედვით სექსზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი. ამ სისტემის მთელი აზრი იმაშია, რომ დაეხმაროს ადამიანს მატერიალური ტყვეობისგან განთავისუფლებაში. ჩვენ მიჯაჭვულნი ვართ სხვადასხვა მატერიალურ სიამოვნებებს, და ყველაზე მეტი სიამოვნება მათ შორის სექსს მოაქვს. "შრიმად ბჰაგავატამში" ნათქვამია, რომ ეს მატერიალური სამყარო...
პუმსაჰ სტრიია მითჰუნი-ბჰავამ ეტამმამაკაცი მიჯაჭვულია ქალზე, ხოლო ქალი - მამაკაცზე. და არა მხოლოდ ადამიანებში - ცხოველებშიც იგივეს ვხედავთ. ეს მიჯაჭვულობა მატერიალური ცხოვრების ძირითადი პრინციპია. ქალს სწყურია იყოს მამაკაცთან, ხოლო მამაკაცი ქალისკენ ისწრაფვის. მთელი მხატვრული ლიტერატურა, პიესები, ფილმები და რეკლამები ეძღვნება მხოლოდ ერთს - მიჯაჭვულობის აღწერას ქალსა და მამაკაცს შორის. ტანსაცმლის მაღაზის ვიტრინებშიც კი თქვენ დაინახავთ ქალისა და მამაკაცის მანეკენებს.... ანუ ეს მიჯაჭვულობა უკვე არსებობს.
ბობ კოენი: მიჯაჭვულობა ქალსა და მამაკაცს შორის?
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ქალსა და მამაკაცს შორის. ასე რომ, თუკი მატერიალური სამყაროსგან განთავისუფლება გინდათ, ეს მიჯაჭვულობა ნულამდე უნდა დაიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოჰყვება ახალი და ახალი მიჯაჭვულობები და თქვენ კვლავ და კვლავ დაიბადებით ან ადამიანურ სხეულში, ან ნახევარღმერთის, ცხოველის, გველის, ჩიტის და ა.შ. სხეულში. თქვენ იძულებული იქნებით კიდევ ერთხელ დაიბადოთ. ამიტომ არ გვმართებს ჩვენი მიჯაჭვულობების გამყარება, თუმცა ეს საყოველთაო ტენდენცია და მატერიალური სამყაროს ძირითადი პრინციპია.
გრჰა, კშეტრა, სუტა [სახლი, მიწა, შვილები]. მაგრამ თუკი ადამიანი შეძლებს ამ მიჯაჭვულობების შემცირებას ან საერთოდ განთავისუფლდება მათგან - ეს იდეალია. აი რატომაა, რომ ჩვენი ვედური სისტემა პირველ რიგში ითვალისწინებს ბიჭის, როგორც
ბრაჰმაჩარის აღზრდას - რომელმაც არ იცის სექსი. ვედური სისტემა მიმართულია იმაზე, რომ შეამციროს მიჯაჭვულობა და არა პირიქით. ამიტომ მთელს სისტემას ჰქვია
ვარნაშრამა-დჰარმა.
სოციალური სისტემა, რომელიც ინდოეთშია მიღებული, იწოდება ვარნებად და აშრამებად - საზოგადოების ოთხ კლასად და სულიერი განვითარების ოთხ საფეხურად.
ბრაჰმაჩარია [მოსწავლეობა და უბიწოების შენახვა],
გრჰასთჰა [ოჯახური ცხოვრება],
ვანაპრასთჰა [მიწიერი ცხოვრებისგან განდგომა] და
სანიასა [სრული განდეგილობა] - ესაა სულიერი განვითარების ოთხი სტადია. ხოლო საზოგადოების ოთხი კლასია:
ბრაჰმანები [ინტელექტუალთა კლასი],
კშატრიები [ადმინისტრატორები],
ვაიშიები [ვაჭრები და ფერმერები] და
შუდრები [მუშები]. ამრიგად ამ სისტემით ადამიანის ცხოვრების მარეგულირებელი პრინციპები იმდენად სრულყოფილია, რომ ადამიანს რომც ჰქონდეს მატერიალური სიამოვნებებისკენ სწრაფვა, ის ბოლოს და ბოლოს მაინც აღწევს განთავისუფლებას და ბრუნდება სახლში, ღმერთთან. ასეთია ეს მეთოდი. სექსი არაა საჭირო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მიჯაჭვულნი ვართ მასზე, არსებობს გარკვეული მარეგულირებელი პრინციპები. შრიმად-ბჰაგავატამში ნათქვამია:
პუმსაჰ სტრია მითჰუნი-ბჰავამ ეტამ
მაიორ მითჰო ჰრდაია-გრანდჰიმ აჰუჰ
ატო გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაურ
ჯანასია მოჰო იამ აჰამ მამეტი (შრიომად-ბჰაგავატამი 5.5.8)
სექსი - მამაკაცისადმი ან ქალისადმი მიჯაჭვულობა - მატერიალური ცხოვრების მთავარი პრინციპია. როცა ისინი ერთდებიან, ეს მიჯაჭვულობა იზრდება და აიძულებს ადამიანს შეიძინოს
გრჰა [სახლი],
კშეტრა [მიწა], გაიჩინოს
სუტა [შვილები],
აპტუ [მეგობრები და ნაცნობები] და მოიპოვოოს
ვიტტა [ფული]. ამგვარად -
გრჰა-კშეტრა-სუტაპტა-ვიტტაჰ - ადამიანი იხლართება.
ჯანასია მოჰო იამ: ასეთია ილუზია. ამ ილუზიის გამო იგი ფიქრობს:
აჰამ მამეტი - "მე ვარ სხეული, და ყველაფერი ის, რაც ამ სხეულთანაა დაკავშირებული, - ჩემია."
ბობ კოენი: და რა ხდება ამის შედეგად?
შრილა პრაბჰუპადა: მიჯაჭვულობა ძლიერდება. მატერიალური მიჯაჭვულობა ფიქრების ასეთ სახეს განაპირობებს: "მე ეს სხეული ვარ, და რამდენადაც ჩემი სხეული გარკვეულ ადგილასაა, ეს - ჩემი სამშობლოა." და ასე გრძელდება: "მე - ამერიკელი ვარ, მე - ინდოელი ვარ, მე გერმანელი ვარ, მე - ის ვარ, მე - ეს ვარ, მე სხეული ვარ. ეს ჩემი სამშობლოა. მე ყველაფერს გავწირავ ჩემი სამშობლოსთვის და საზოგადოებისთვის." ასე თანდათანობით ძლიერდება ილუზია, და ადამიანი, იმყოფება რა ილუზიის გავლენის ქვეშ, სიკვდილის მომენტში ახალ სხეულს იღებს. ახალი სხეული შეიძლება უკეთესი, ან უარესი იყოს - ეს კარმაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანი უკეთეს სხეულს იღებს, ესეც ერთგვერი ჩიხია, მაშინაც კი, თუ იგი სამოთხისეულ პლანეტებზე ხვდება. მაგრამ თუკი ადამიანი ძაღლი ან კატა ხდება, ე.ი. მისმა ცხოვრებამ უაზროდ ჩაიარა. ან ხედ თუ იქცევა, რაც ასევე სრულიად შესაძლებელია.
ეს მეცნიერება, თუ როგორ გადადის სული ერთი სხეულიდან მეორეში, როგორ ხვდება ამ ბადეში - სხვადასხვა სხეულებში, სრულიად უცნობია თანამედროვე სამყაროსთვის. ამიტომ, როცა არჯუნა ამბობდა: "თუ მ მოვკლავ ჩემს საკუთარ ძმას, ბაბუას, რომლებიც ახლა მოწინააღმდეგის მხარეს არიან...", - ის უბრალოდ ცხოვრებაზე სხეულისეული კონცეფციიდან გამოდიოდა. მაგრამ რადგანაც თვითონ ვერ გადაწყვიტა ეს პრობლემები, იგი მიენდო კრიშნას და მიიღო იგი სულიერ მოძღვრად. ხოლო კრიშნამ, გახდა რა არჯუნას სულიერი მოძღვარი, იმით დაიწყო, რომ დატუქსა იგი: "როგორც ბრძენი ისე ლაპარაკობ, სინამდვილეში კი სულელი ხარ, რადგანაც ცხოვრებაზე მატერიალურ შეხზედულებებს ეყრდნობი". სექსი აძლიერებს ცხოვრებაზე სხეულებრივი წარმოდგენებისკენ მიდრეკილებას, ამიტომ ის უნდა შევზღუფოთ, შემდეგ კი საერთოდ უარი ვთქვათ მასზე.
ბობ კოენი: თანდათან უნდა შევზღუდოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში?
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, უნდა შევზღუდოთ. მოსწავლეობის პერიოდში, რომელიც ოცდახუთ წლამდე გრძელდება, ყმაწვილი თავს იკავებს სექსისგან. ის
ბრაჰმაჩარია. ზოგიერთი მათგანი
ნაიშტიკა-ბრაჰმაჩარი რჩება [ანუ მთელი ცხოვრება ინახავს უბიწოებას]. მას შემდეგ, რაც განათლებას ღებულობენ, აღარ უნდათ დაოჯახება. შეზღუდვა აქაცაა - უკანონო სექსი [ქორწინების გარეშე] - დაუშვებელია. ამიტომაც არსებობს ადამიანთა საზოგადოებაში ქორწინება. ცხოველები არ ქორწინდებიან.
მაგრამ ადამიანები თანდათან დეგრადირდებიან, და საზოგადოება ცხოველურ მდგომარეობამდე მდაბლდება. ადამიანები ივიწყებენ ქორწინების აუცილებლობას, და ესეც ნაწინასწარმეტყველებია შასტრებში: "
დამპატიე ბჰირუჩირ ჰეტუჰ - "კალი იუგაში საბოლოოდ აღარ იქნება ქორწინების არანაირი რიტუალი." ქალი და მამაკაცი უბრალოდ შეთანხმდებიან ერთად ცხოვრებაზე და მათი ურთიერთობა მხოლოდ სექსუელურ პოტენციაზე იქნება აგებული. თუ ქალი და მამაკაცი სექსუალურად ვერ აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს, ისინი გაიყრებიან. დასავლეთში არაერთი ავტორია, როგორიც ფროიდი და სხვები, რომლებმაც მრავალი წიგნი დაწერეს ამის შესახებ. მაგრამ ვედური კულტურის ტრადიციებით, სექსი საჭიროა მხოლოდ ბავშვის ჩასახვისთვის, და არა იმისთვის, რომ სექსუალური ცხოვრების ფსიქოლოგია შევისწავლოთ. სექსისადმი მიდრეკილება უკვე ჩადებულია ჩვენს ბუნებაში. ადამიანს წაკითხულიც რომ არ ჰქონდეს არანაირი ფილოსოფიური ლიტერატურა, ის მაინც მიდრეკილია სექსისკენ. ეს არ უნდა ვასწავლოთ სკოლებსა და კოლეჯებში. ყველამ ისედაც იცის, როგორ კეთდება ეს. (შრილა პრაბჰუპადა იცინის). ეს თანდაყოლილად აქვს ყველას. განათლება საჭიროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ჩვენში ეს მიდრეკილება. ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი განათლება.
ბობ კოენი: თანამედროვე ამერიკისთვის ეს ძალიან რადიკალური შეხედულებაა.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ამერიკაში ბევრი რამის შეცვლაა საჭირო, და კრიშნას ცნობიერების მოძრაობა გააკეთებს ამას. მე ვიყავი თქვენს ქვეყანაშI და ვხედავდი, რომ ბიჭები და გოგონები უბრალოდ ერთად ცხოვრობდნენ. მაშინ მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს: "თქვენ არ უნდა იცხოვროთ ერთად როგორც მეგობრებმა, თქვენ უნდა დაქორწინდეთ".
ბობ კოენი: ბევრი ხედავს, რომ ქორწინებამ დაკარგა თავისი სიწმინდე, ამიტომაც არ უნდათ დაქორწინება, დაოჯახებულებიც ხომ ადვილად განქორწინდებიან, თუ რაღაც არ მოსწონთ.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ესეც მართალია.
ბობ კოენი: ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ დაქორწინებას აზრი არა აქვს.
შრილა პრაბჰუპადა: არა, ისინი თვლიან, რომ ქორწინება ესაა პროსტიტუციის დაკანონებული ფორმა. ასეთია მათი თვალთახედვა, მაგრამ არა ქორწინება. იმ ქრისტიანულ გაზეთშიც კი - "ვოტჩტაუერში" აკრიტიკებდნენ ერთ მღვდელს, რომელმაც ნება დართო ორ მამაკაცს შორის ქორწინებაზე. აი რა ხდება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ქორწინება - ეს პროსტიტუციაა, და ფიქრობენ: "რა აზრი აქვს მუდმივი "პროსტიტუტკის" შენახვას, თუ ეს ასე ძვირი ჯდება? ჯობია არ დავქორწინდეთ".
შიამასუნდარა: თქვენ ადრე მოიყვანეთ მაგალითი ძროხაზე და ბაზარზე.
შრილა პრაბჰუპადა: დიახ, თუკი შეიძლება წახვიდე ბაზარში და იყიდო რძე, რაღა საჭიროა ძროხის შენახვა? (ყველა იცინის). და საერთოდ დასავლეთში ამასთან დაკავშIრებით ცუდადაა საქმე - მე თვითონ ვაკვირდები ამას. და აქაც, ინდოეთშიც, თანდათანობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. ამიტომაც დავაარსეთ კრიშნას ცნობიერების ეს მოძრაობა, რომ ცოდნა მივცეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრების ძირითადი პრინციპების შესახებ. ეს რაიმე სექტანტური მოძრაობა არაა. ესაა მოძრაობა, რომელიც იმ კულტურას ავრცელებს, რომელიც ყველას სიკეთეს მოუტანს.
* * *
ასევე გირჩევთ წაიკითხოთ ჯონ ფეივორსის წიგნი:
«Духовный воин-2: превращая вожделение в любовь» (ამ წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი სექსუალობის სხვადასხვა ასპექტები და ის, თუ როგორ უნდა გარდავქმნათ ავხორცობა ნამდვილ სიყვარულად).
http://www.koob.ru/feyvors_j/ამ წიგნის შესახებ თემაც მაქვს გახსნილი:
"სულიერი მეომარი" This post has been edited by cinemamu on 10 Sep 2011, 09:45