m e r a
-------->

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9759
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10
|
#44324787 · 15 Apr 2015, 21:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უბრალო ამბავია, არაფრით გამორჩეული.
იქნებ ვინმეს საინტერესოდ მოგეჩვენოთ:
15 აპრილი, 2015 "მაიმუნას" სკანდალური ჩვენება ინგლისიდან: ორივე აფხაზეთის კუდის უფროსმა მოკლა"
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარებული ხაიშის სატყეო მეურნეობის 27 წლის რეინჯერის, დავით ცინდელიანის და იმავე წელის 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარებული სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელის პაატა ქარდავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ცინდელიანი და ქარდავს გაუჩინარების ფაქტზე, განსასჯელის სკამზე აფხაზეთის კუდის ყოფილი უფროსი რომან შამათავ ზის, მას რეინჯერის და კონტრდაზვერვის თანამშრომელის მკვლელობა ედება ბრალად.
დავით ცინდელიანის მშობლები 6 წლის მანძილზე აცხადებდნენ, რომ მათი შვილი რომან შამათავამ ვინმე „მაიმუნას“დახმარებით მოკლა. ზუსტად 6 წლის შემდეგ, შსს-მ ცინდელიანი საქმე გახსნილად გამოცხადა და დავით ცინდელიანი მკვლელობაში ბრალი რომან შამათავას წარედგინა. შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არსად ფიგურირებდა ვინმე „მაიმუნა“. თუმცა იგი სასამართლოზე გამოჩნდა, სკაიპით დაიკითხა და რომან შამათავას პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის მკვლელად დაასახელა.
როგორც „აიპრესთან“ მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი გიორგი კავსაძე აცხადებს: „მაიმუნამ“ სასამართლოში დაკითხვაზე დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობაში ამხილა რომან შამათავა. ეს არის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრალად ჰქონდა შერაცხული რომან შამათავას. ამის გარდა ჩვენ სხვა მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამ მკვლელობაში შამათავას მონაწილეობას ადასტურებენ. მარტო გიორგი ჩიქოვანზე ე.წ. „მაიმუნაზე“ არ ვართ დამოკიდებული. ჩვენ სხვა მოწმეებიც დავკითხეთ. ამჟამად სკაიპით დაიკითა გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც დაადასტურა რომან შამათავას მიერ ორი ადამიანის მოკვლის ფაქტი.თითეული ფაქტი წვრილმან დეტალებში აღწერა, რაც სხვა მოწმეებმაც დაადასტურეს. მაგალითად დავით ცინდელიანის ჯვრის ამბავი, რომელიც ზღვაში ამოტივტივდა.
- დავით ცინდელიანის ოჯახი გიორგი ჩიქოვანს ე.წ. „მაიმუნას“ მათი შვილის მკვლელობაში რომან შამათავასთან ერთად თანამონაწილედ თვლიდა...
- თავისთავად ექნებოდათ ეჭვი. კაცი, რომელიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდა... მაგრამ ჩიქოვანმა ახსნა, რომ მე არ ვიცოდი ამ პიროვნებას მოკვლას თუ უპირებდაო. ორივე შემთხვევაში მითხრა, ფოთში მიმყავსო, გზაში კი მოკლაო. ამ მკვლელობის შემდეგ მემუქრებოდნენ და მითვალთვალებდნენ, რომ არ წამომცდენოდა ამ მკვლელობის ფაქტი, ამის გამო დავტოვე საქართველო და წავედით საზღვარგარეთ საცხოვრებლადო.
მან ინგლისიდან განცხადებით მიმართა პროკურატურას, ამის საფუძველზესაქართველოს წარმომადგენლობაში იმყოფებოდა და იქ დაიკითხა სკაიპის საშუალებით. ჩიქოვანმა სასამართლოზე დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება.
დავით ცინდელიანი დააკავა შს სამინისტროს მაშინდელმა კუდის თანამშრომლებმა. რომლებსაც უნდა გადაეყვანათ თბილისში. მაგრამ, ბოლო წუთს მიიღეს ბრძანება, დაკავებული პიროვნება ჩააბარეთ რომან შამათავას. კუდის თანამშრომლებმა დაკავებული პიროვნება რომან შამათავს ბათუმში გადასცეს.
- ვინ იყო ის პირი, რომელმაც დავით ცინდელიანი დაკავების, შემდეგ კი რომან შამათავასთვის მისი გადაცემის ბრძანება გასცა.
- ბრძანების გამცემი, დააკავეთ და თბილისში ამოიყვანეთო იყო მაშინდელი შსს კუდი უფროსი დავით ახალაია. შენდეგ გასცა ბრძანება, თბილისში ნუ ჩამოიყვანთ ბათუმში წაიყვანეთ და გადაეცით რომან შამათავას, რადგან ის არის აფხაზეთის კუდის უფროსი და ის მოუვლისო. თბილისის ცენტრალური აპარატის კუდის თანამშრომლებმა დაკავებული პიროვნება ჩაიყვანეს და გადასცეს რომან შამათავას. რომელმაც დაკავებული პიროვნება წაიყვანა. წინასწარ ჰყავდა „მაიმუნა“ გაფრთხილებულინავი უნდა დახვედროდა. და იმ ნავზე აიყვანა და უთხრა „მაიმუნას“ ფოთის მიმართლებით წავიდეთო. აი ამ მგზავრობის პროცესში მოხდა ის მკვლელობა რაზეც ისაუბრა გიორგი ჩიქოვანმა სასამართლოზე.
- რომან შამათავა მის მიმართ წარდგენილ ბარლს აღიარებს?
- არა, როგორ აღიარებს. ის არც ესწრება ამ პროცესებს.
- რა თქვა „მაიმუნამ“ პაატა ქარდავასთან დაკავშირებით?
- პაატა ქარდავასთან მიმართებაშიც ანალოგიურად აღწერა. როგორ მიიყვანა ნავთან შამათავამ ქარდავა. თავზე ჩამოფარებული ჰქონდა ნიღაბი, ხელები ჰქონდა შეკრული და გამაყვანინა ზღვაშიო. ამ შემთხვევაშიც უთხრა, ფოთის მიმართულებით წავიდეთო. ფეხზე მოაბა რაღაც სიმძიმეო.
ქარდავა ეხვეწებოდა ზღვაში არ გადამაგდო, ცურვა არ ვიციო. სადღაც რამდენიმე მილის გასვლის შემდეგ შემანელებინა სვლა, ამ დროს ამოიღო იარაღი და ესროლა თავში, პაატა ქარდავა ინერციით გადავარდა ზღვაშიო და სიმძიმემ ფსკერისკენ წაიღოო.
- სად იყო ეს ნავი, რომლითაც „მაიმუმა“ელოდებოდა რომან შამათავას?
- ნავი იყო ბათუმში. იქაურობა სამშენებლო ნაგვით არის სავსე. შემთხვევის ადგილზე ვიყავი ჩასული, იქ არის ძველი გემთშენებელი ქარხანა, სადაც მხოლოდ ნანგრევებია, იმ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ დადის. გემთმშენებელ ქარხანას ჰქონდა ნავმისადგომი. აი ამ ადგილას მიაყვანინა კატერი.
- პაატა ქარდავასა და დავით ცინდელინის მკვლელობის მოტივი რა იყო? რას აცხადებს რომან შამათავა?
- რომან შამათავა არაფერს არ იძახის. მაგრამ თვითონ ამათი ჩაყვანა ბათუმში იმიტომ ხდება, რომ შამათავას აზრით, ესენი იყვნენ მოღალატეები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიდნენ აფხაზებს. გამოძიების მაგივრად განაჩენი გამოუტანა უცბად, რომ არ დაჭირვებოდა დიდი ხანი გამოძიებას.
- თუ დავით ცინდელიანის შემთხვევაში დათა ახალაიამ გასცა მისი დაკავების ბრძანება შემდეგ კი დაკავებულის რომან შამათავასთვის გადაცემა, პაატა ქარდავას შემთხვევაში ვინ გასცა მისი დაკავების ბრძანება?
- დავით ახალაიას ბრძანება იყო, რომ პაატა ქარდავა გადაეცით აფხაზეთის კუდის უფროსო. რადგან მას უნდა ეწარმოებინა გამოძიება, იყო თუ არა რეალურად ეს ადამიანი ინფორმაციის მიმწოდებელი აფხაზებისთვის. ცინდელიანის და ქარდავას საქმეში ერთი და იგივე მკვლელობის მოტივაციაა. განსხვავება ერთმანეთში არის სულ რაღაც 10 დღე.
- დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას სისხლის სამართლის საქმეში დავით ახალაიას მიმართ თუ არის ბრალი წარდგენილი?
- არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის, მაგრამ საქმე გამოყოფილია სხვა პირების მიმართ. გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა სხვა პირების მიმართ. როცა დასრულდება გამოძიება, მერე წარედგინება ალბათ ბრალი დაუსწრებლად.
- გიორგი ჩიქოვანის მიერ მიცემული ჩვენება და სხვა პირების მიერ მიცემული ჩვენება იდენტურია,
- კი ზუსტად იდენტური
|