მხედარიხედავ? --- რა ბედნიერი არჩევანია თვით ქვის ფერიც კი...
და რა იცვლება --- პირამიდის მავზოლეუმში მუმიად ჩასვენებულსა და
საძმო სასაფლაოზე უქვო-უტრაფარეტო ჩა-მარხულისათვის.
განა ფიზიკური მარხვა სულიერისაკენ სვლისათვის არაა დადგენილი?
სულით მარხული ისედაც ცოცხლად და-მარხულია და ქვა რაღად უნდა
გინდ შავად, გინდ თეთრად და გინდ ათასფერადად?
სახელმწიფომაც რომ იმარხულოს --- ჩინ-მედლები დაძვრება, თუ ქამარშემოჭერილი ღიპი იუდას თოკად ექცევა?
და სახელმწიფოს ისევ ეს ცოცხალ-მკვდარი ხალხი
არა ჰქმნის?
ხალხი თუ არ იქნა --- სახელმწიფოც ვერ იარსებებს და
თუ მაინც არსებობს --- უკვე საუკუნო მკვდრებისაა იგი, რომლებმაც
ისიც კი აღარ იციან --- თუ ოდესმე არსებობდნენ საერთოდ.
ამიტომ: იდეური თვითმკვლელები ამ სიცოცხლეშივე არიან --- ვითარცა არყოფილნი და სულიერად საუკუნო მკუდარნი --- მკვიდრნი შავეთისა და არა ,,თეთრისა", იგივ ნათლისა.
ვერ შევლენ და არც უნდა შევიდნენ!
როდესაც შავ-ბნელს სურს თეთრ-ნათელში შეღწევა --- იგივეა, რომ სატანამ ღმერთობა იპყროს...
,,ერიდეთ ფარისეველ-მწიგნობართა საფუარსაო!"
ვერც თავად შედიან და არც შემავალთ უშვებენ....
მაინც გავფრინდებით მხედარო გველეშაპის შესამუსრად და ამას თვით
ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ დააბრკოლებენ ვერასდროს!
აღდგომაი უნებებია შემომქმედსა შვილთათთვის! --- და საამისო ძალისხმევანი მხოლოდშობილის მახვილით მეომართათთვის!