ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, აი ხომ ამდენი რაღაც არის ჩვენს გარშემო, სიკეთე, ბოროტება,შური,ზიზღი,ღიმილი, ბედნიერება და ა.შ. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ცუდზე, რატომ? ხომ შეიძლება დავტკბეთ, უბრალოდ ამინდით, უბრალოდ ბუნებით, ხომ შეიძლება ჩიტს შევხედოთ და გაგვიხარდეს, მაგრამ არა ყოველთვის ნეგატიურზე ვფიქრობთ, უკვე ჩვევაში გადაგვივიდა და მის გარეშე ცხოვრება არ წამორგვიდგენია, ცოტა ხნით მაინც თუ ვიქნებით კარგად გვეშინია რადგანაც, უბედურება უკვე ისე გვაქვს გამჯდარი, ვფიქრობთ რომ რაღაც რიგზე არ არის, ეს კი ვისი ბრალია? ცუდად არ მინდა გამიგოთ, მაგრამ ხალხის იმ ხალხის რომლებმაც ჩვენს გაზრდაში მიიღეს მონაწილეობა, ცოტა მშობლებლის, ცოტაც მასწავლებლების, ცოტაც ნათესავების, ცოტაც მეზობლების, მაგრამ ამ ცოტების ერთობლიობა უკვე აღარ არის ცოტა, ის უზარმაზარია მთელ ცხოვრებს მოიცავს, და მოგვიწევს ასე უბედურად ცხოვრება თუ რაღაცას არ მოვიმოქმედებთ.
ხალხს არ უყვარს ბედნიერი ხალხი, მათ ისინი ეზიზღებათ არ წარმოუდგენიათ თუ როგორ შეიძლება ადამიანს ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდეს და ის იღიმებოდეს მას უხაროდეს ის გრძნობდეს სიყვარულს.
იყავით ბედნიერები.
P.S. არისტოტელე ვიბაზრე.
P.S.S. პოლიტგანყელებმა არ წაიკითხოთ.
This post has been edited by არისტოტელე999 on 14 Apr 2015, 14:47
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options